კონცეფცია პარლამენტის ვებგვერდზე დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსების შესახებ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 5 მაისი 2016

2016 წლის 5-6 მარტს, საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საბჭომ მიიღო კონცეფცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 3.1. ვალდებულების განხორციელებას. ვალდებულება გულისხმობს პარლამენტის ვებგვერდზე დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსებას.


ვალდებულების საბოლოო ამოცანაა, 2016 წლის ბოლოსთვის პარლამენტის ვებგვერდზე PDF (Portable Document Format) ფორმატში გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მინიმუმამდე დაყვანა - კანონპროექტების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების, დადგენილებების, პროექტებისა და რეზოლუციების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში გამოქვეყნება. მიღებული კონცეფციის საფუძველზე შემუშავდება პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც იქნება ზემოთ აღნიშნული ვალდებულების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი.


დღეის მდგომარეობით, პარლამენტის ვებგვერდზე ქვეყნდება საპარლამენტო დოკუმენტაციის მხოლოდ ნაწილი, ხოლო გასაჯაროებული დოკუმენტების უმეტესობა (მაგალითად, პარლამენტის დადგენილებები, რეზოლუციები, განცხადებები, მიმართვები, კანონპროექტები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაცია) გამოქვეყნებულია PDF ფორმატში, რაც შეუძლებელს ხდის დოკუმენტში შემავალი მონაცემების დამუშავებასა და საძიებო სისტემებში მოძიებას.


აუცილებელია, პარლამენტის ვებგვერდზე დოკუმენტაციის როგორც ღია, ისე ადვილად დასამუშავებელ ფორმატში (მაგალითად, HTML/MS Word) გამოქვეყნება მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.


საქართველოს პარლამენტმა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა (2015-2016) 2015 წლის 17 ივლისს დაამტკიცა. სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიმუშავეს საქართველოს ინტერფრაქციულმა და სამოქალაქო საზოგადოების სამუშაო ჯგუფებმა, 18 ვალდებულებისგან შედგება და პასუხობს ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership, OGP) ოთხ ძირითად პრინციპს: მოქალაქეთა ჩართულობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება, ინოვაცია და ტექნოლოგიები.


საქართველოს პარლამენტს სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მხარს უჭერს პროექტი „საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“, რომელსაც ახორციელებს IDFI გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. IDFI აღნიშნული პროექტის ფარგლებში კოორდინირებას უწევს საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობას.

 

/public/upload/Meri/Parliament Web.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024