პეტიცია - საყდრისი-ყაჩაღიანის მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ობიექტის განადგურების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

სიახლეები | განცხადებები 18 დეკემბერი 2014

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს

ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერები მივიჩნევთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე 2014 წლის 12 დეკემბრიდან განვითარებული მოვლენების სრული და ობიექტური შესწავლა. ამ პროცესში უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის სახით.

დღეის მდგომარეობით, საყდრისი-ყაჩაღიანში არქეოლოგიური ობიექტის დაშლის სახელით ადგილი აქვს მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოებას, რისი უფლებაც კომპანია „RMG-Gold”-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამ დრომდე შეჩერებული აქვს. შესაბამისად, კომპანიის მხრიდან ხდება კანონმდებლობის უხეში დარღვევა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებით, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარებული კვლევების საფუძველზე, საყდრისი წარმოადგენს მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლს. თუმცა, ამ საკითხზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყოველგვარ პასუხიმსგებლობას იხსნის.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღემდე არ გამოძიებულა საყდრისი-ყაჩაღიანის, როგორც არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების წინა ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა 2014 წლის 8 იანვარს და 13 მარტს. პარალელურად, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის 13 დეკემბრიდან დღემდე საყდრისი-ყაჩაღიანის განადგურება სამართალდამცავთა თვალწინ მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში საზოგადოების ნდობა პროკურატურისა და ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საკმაოდ დაბალია. ამავდროულად, სადავო ბრძანებების გამოცემის მომდევნო დღესვე, გასაჩივრების ვადების გაუსვლელად საყდრისის განადგურება ქმნის საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული უკანონო ქმედების ჩადენა წინასწარ იყო დაგეგმილი და 13 დეკემბერს მხოლოდ სისრულეში იქნა მოყვანილი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ უაღრესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული, აუცილებლად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ის რესურსი და საშუალება, რომელიც უკანონო ქმედების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ერთის მხრივ სახეზეა ინფორმაცია - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამდებობის პირების მხრიდან კანონსაწინაარმდეგო ქმედებების შესახებ, ხოლო, მეორეს მხრივ, მისი შესწავლა სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანია და აღნიშნული გარემოებებიდან ერთის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია საგამოძიებო კომისიის შექმნისათვის, პეტიციაზე ხელმომწერი პირები მოგმართავთ, გამოიყენოთ თქვენთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დადგენილი წესით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დასვათ.


პეტიცია ხელმოსაწერად ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის და ხელმისაწვდომია აქ

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ინფორმაციის თავისუფლლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

მწვანე ალტერნატივა

ტფილისის ჰამქარი

აღმოსავლეთ პარტნიორობის, ხელოვნების და კულტურის საბჭო

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ხელმომწერთა სია პერიოდულად განახლდება და გამოქვეყნდება

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024