სამართალდამცავ ორგანოთა საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმები შეერთებულ შტატებში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 12 მარტი 2021

ავტორები: ბარბარა ატარდი და ქეთრინ ოლსონი
თარგმანი: ნინო მერებაშვილი-ფიშერ

 

სამართალდამცავ საქმიანობაზე საზოგადოებრივი ზედამხედველობა სახელმწიფოთა ახალ, განვითარებად ფუნქციას წარმოადგენს. მისი მიზანია უზრუნველყოს საპოლიციო საქმიანობის მონიტორინგი და პოლიციის არასათანადო ქმედებების შესახებ საჩივართა განხილვის მექანიზმების არსებობა. ის ასევე მიზნად ისახავს შესაბამისი უწყებების საპოლიციო და გადამზადების სისტემათა შესწავლას და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას. საზოგადოებრივი ზედამხედველობა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სამართალდამცავ ორგანოთა უფლებამოსილებაში შემავალი მრავალი საკითხის შემოწმებისა და ამ გზით ისეთი საპოლიციო საქმიანობის დაფუძნებისთვის, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის ღირებულებებს, საჭიროებებსა და არსებულ სტანდარტებს.

 

კონკრეტულ იურისდიქციაში საზედამხედველო მექანიზმები შესაძლებელია დაფუძნებულ იქნეს სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ ისეთ პრობლემათა საპასუხოდ, როგორიც არის გადამეტებული ძალის გამოყენების გავრცელებული პრაქტიკა ან მაღალი თანამდებობის პოლიციის წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი უკანონო ქმედებები. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება ან სამართალდამცავი ორგანოები პროაქტიულად ქმნიან საზედამხედველო მოდელს მათ იურისდიქციაში შემავალ პრობლემათა საპასუხოდ. შეერთებული შტატების დიდი ქალაქების უმრავლესობაში საზედამხედველო მექანიზმები მუნიციპალურ მთავრობათა განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. შედარებით მცირე მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში შექმნილია სააგენტოები, რომლებიც საზოგადოების წევრებს საშუალებას აძლევენ გავლენა მოახდინონ შესაბამის პოლიტიკაზე.[1] ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სისტემათა შექმნის გზით, სამართალდამცავ ორგანოებზე საზოგადოებრივი ზედამხედველობა მიზნად ისახავს პოლიციასა და თემს შორის ნდობისა და პატივისცემის ხელშეწყობას, კონსტიტუციური და უსაფრთხო საპოლიციო საქმიანობის დანერგვას.

 

საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმები მუდმივად ვითარდება როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. ის აღარ აღიქმება რადიკალურ ზომად და დღესდღეობით წარმოადგენს აღიარებულ პროფესიასა და კარგი მმართველობის განუყოფელ ნაწილს. სამართალდამცავი ორგანოები შეერთებულ შტატებში სულ უფრო უკეთ აცნობიერებენ, რომ საზედამხედველო ორგანოები ხელს უწყობენ უწყებებში არსებული კეთილსინდისიერების სტანდარტების ამაღლებას და ზრდიან გადაცდომათა შესახებ შიდა საგამოძიებო მექანიზმების ეფექტურობას. საზედამხედველო ორგანოთა საქმიანობა პოზიტიურ გავლენას ახდენს სამართალდამცავ დაწესებულებებზე, რადგან გარე კონტროლის გარეშე უწყებებს გაუჭირდებოდათ პრობლემათა გამოვლენა და შესაბამის რეფორმათა გატარება. ზედამხედველობის მექანიზმები ასევე უზრუნველყოფენ საზოგადოებასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ნდობისა და პატივისცემის ჩამოყალიბებას. მეტად ეფექტური საზოგადოებრივი უსაფრთხოების პროგრამები საბოლოო ჯამში დადებით გავლენას ახდენს ყველა დაინტერესებულ მხარესა და ჩართულ პირზე.

 

 ___

 

[1]სამართალდამცავი ორგანოების საზოგადოებრივი ზედამხედველობის ეროვნული ასოციაციის (NACOLE) რესურს-გვერდი მოიცავს 116 ლინკს შეერთებულ შტატებში არსებული საზედამხედველო ორგანოების შესახებ. NACOLE ამ ეტაპზე ახორციელებს სიის განახლებას იმისთვის, რომ დაადასტუროს თითოეული ჩამოთვლილი საზედამხედველო ორგანოს როლი და შემადგენლობა. იხ: http://nacole.org/resources/police-oversight-jurisdiction-usa 

 

 

/public/upload/Analysis/Oversight_in_the_US_GEO.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024