ვენეციის კომისიის მორიგი დასკვნა სასამართლოზე: დადებითი ცვლილებები და სისტემური გამოწვევები

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ანალიზი 11 ოქტომბერი 2023

2023 წლის 9 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ მნიშვნელოვანი დასკვნა გამოაქვეყნა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ და შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. 

 

ვენეციის კომისიის დასკვნის ცხადი მითითებით, საქართველოს არ განუხორციელებია იმ დონის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმად დაკვალიფიცირდებოდა. კომისიის შეფასებით, განხორციელებული დადებითი ცვლილებები არის ფრაგმენტული და იგი არ მიემართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის,  უფლებამოსილებების განაწილების ანდა გადაწყვეტილების მიღების წესს. აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა სრულად თანხვედრაშია მართლმსაჯულების კოალიციის შეფასებასთან, რომლის მიხედვითაც, განხორციელებული ცვლილებები ფრაგმენტულია და არ პასუხობს მართლმსაჯულების სისტემის რეალურ გამოწვევებს.

 

პრობლემის სიმწვავის ნათლად წარმოსაჩენად ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული მდგომარეობა შეიძლება აკმაყოფილებდეს ე.წ. ვეთინგის (საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა) კრიტერიუმებს. 

 

უნდა აღინიშნოს, რომ ვენეციის კომისია დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას რამდენიმე მიმართულებით. ამის სანიმუშო მაგალითია სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის განხორციელებული ცვლილება და ახალ წესში დარჩენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად წარდგენილი კანონის პროექტი. მიუხედავად ამისა, კომისიის დასკვნით, საკანონმდებლო ცვლილებები ვერ პასუხობს მართლმსაჯულების სისტემურ გამოწვევებს.

 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, საქართველომ სასამართლოს, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა უნდა განახორციელოს  ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.  ვენეციის კომისიის მიერ იდენტიფიცირებული სისტემური გამოწვევების უგულებელყოფა და სათანადო შემხვედრი ნაბიჯის გადაუდგმელობა, ავტომატურად ნიშნავს EU-ს მიერ გაცემული ერთ-ერთი ფუნდამენტური რეკომენდაციის შეუსრულებლად დატოვებას.

 

ამ თვალსაზრისით გვსურს ყურადღება გავამახვილოთ, მართლმსაჯულების კოალიციის მიერ გამოქვეყნებულ ხედვასა და სამ საფეხურიანი რეფორმის განხორციელების საჭიროებაზე, ხოლო მის სრულ განხორციელებამდე გარდამავალი ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობაზე. აღსანიშნავია, რომ ამ ხედვის დანერგვაზე მუშაობის დაწყება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შანსებს, ვინაიდან ეს იქნება ძლიერი გზავნილი მართლმსაჯულების სისტემურ გამოწვევებზე მუშაობის რეალური დაწყების შესახებ. 

 

 

 

/public/upload/Analysis/Venice Commission.docx.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

27.03.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმის მიმოხილვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

27.03.2025

ივანიშვილის ფარა ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

24.03.2025

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

23.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024