ღია მმართველობის პარტნიორობა როგორც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საშუალება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 აპრილი 2016

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, რომლის სახელწოდებაა „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. დოკუმენტი გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რადგან მოიცავს ისეთ მიზნებს და ამოცანებს, როგორიცაა: სიღარიბის დაძლევა, გარემოს დაცვა, გამჭვირვალობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს, სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდა, საჯარო მომსახურების დახვეწა და სხვა მიზნები, რომლებიც ხელს უწყობენ ეკონომიკურ ზრდას და სოციალურ ინკლუზიურობას. 

 

მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო დოკუმენტის სრულყოფილ განხორციელებას სჭირდება შესაბამისი პლატფორმა, რომელიც, ერთი მხრივ, პასუხობს დოკუმენტის გამოწვევებს, ხოლო, მეორე მხრივ, გამოირჩევა სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოების შესაბამისი ჩართულობით.


ღია მმართველობის პარტნიორობა ხელს უწყობს ღია და კარგი მმართველობის განვითარებას, სახელმწიფო დაწესებულებების გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდას, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას. ამავდროულად, ღია მმართველობის პარტნიორობა ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებების დაახლოებას და ერთობლივ მუშაობას ისეთი პრინციპების დანერგვის ხელშეწყობისათვის, როგორიცაა: მოქალაქეთა ჩართულობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, კეთილსინდისიერების ამაღლება, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესება და კორპორაციული ანგარიშვალდებულების გაზრდა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ღია მმართველობის პარტნიორობა ზრდის თავისი მოქმედების ფარგლებს და შემოჰყავს ახალი მონაწილეები - ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოები, ასევე, საკანონმდებლო წარმომადგენლობითი ორგანოები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამის მაგალითია პარლამენტების მონაწილეობის გაზრდა ღია მმართველობის პარტნიორობაში. ღია მმართველობის პარტნიორობამ წელს პირველად დაიწყო მუნიციპალიტეტების ჩართულობის გააქტიურება, რასაც ადასტურებს მის მიერ გამოცხადებული საპილოტე კონკურსი OGP-ში მუნიციპალიტეტების მონაწილეობის შესახებ.


OGP-ის მონაწილე წევრი სახელმწიფოების ეროვნული სამოქმედო გეგმების ანალიზი ადასტურებს, რომ სახელმწიფოების მიერ აღებული ვალდებულებები საკმაოდ მრავალფეროვანია და უკავშირდება საკითხთა ფართო წრეს, კერძოდ: მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, უსაფრთხო გარემოს შექმნას, გამჭვირვალობის დაცვას ენერგეტიკული პროექტების დანერგვის დროს, მიწაზე საკუთრების უზრუნველყოფას, თევზჭერას, წყალმომარაგების საკითხებს, მონაწილეობით ბიუჯეტირებას, ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს და სხვა საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მეტი ჩართულობისთვის და ეკონომიკური, სოციალური და დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებისთვის.


იმისათვის, რომ უკეთესად მოხდეს მდგრადი განვითარების დღის წესრიგით გათვალისწინებული მიზნების დაკავშირება ღია მმართველობის პარტნიორობასთან, OGP-იმ შეიმუშავა ღია მმართველობის გზამკვლევის სპეციალური რედაქცია, რომელიც წევრ ქვეყნებს აცნობს ღია მმართველობის არსებულ პრაქტიკას და სარეკომენდაციო ვალდებულებებს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით. ამავდროულად, გზამკვლევში მდგრადი განვითარების თითოეულ მიზანთან დაკავშირებით განხილულია ღია მმართველობის როლი.


მდგრადი განვითარების მიზნების შემუშავების შემდეგ OGP-ის ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი გამორჩეულ ყურადღებას ამახვილებდა მდგრადი განვითარების მე-16 მიზანზე - ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე. შესაბამისად, სწორედ მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი იქნა მიჩნეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური ღია მმართველობის პარტნიორობისთვის, რადგან ღია მმართველობის პარტნიორობა მიზნად ისახავს საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას და კეთილსინდისიერების პრაქტიკის დამკვიდრებას სახელმწიფო ინსტიტუტებში. თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გვსურს გამოვთქვათ გამოვთქვამთ განსხვავებულ მოსაზრება.


პირველი - ღია მმართველობის პარტნიორობა პირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების ყველა მიზანს, აღნიშნულს მოწმობს OGP-ის მონაწილე მთავრობების მიერ სამოქმედო გეგმებით უკვე აღებული და შესრულებული ვალდებულებები, რომლებიც მრავალფეროვანია თავისი შინაარსით და დატვირთვით და პირდაპირ პასუხობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. ღია მმართველობის პარტნიორობის კავშირს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან ასევე ადასტურებს OGP-ის მიერ შემუშავებული ღია მმართველობის გზამკვლევის სპეციალური რედაქცია, რომელშიც დეტალურად არის განმარტებული როგორც ღია მმართველობის როლი მდგრადი განვითარების თითოეულ მიზანთან დაკავშირებით, წევრი ქვეყნების არსებული პრაქტიკის მაგალითებით, ისე ის სარეკომენდაციო ვალდებულებები, რომლებიც შეუძლიათ წევრ სახელმწიფოებს აიღონ სამომავლოდ მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.


მეორე, OGP-ის ფოკუსირება მხოლოდ მე-16 მიზანზე ან რომელიმე სხვა მიზანზე შექმნის საშიშროებას, რომ წევრი სახელმწიფოები კონცენტრაციას მოახდენენ მხოლოდ ერთ მიზანზე და არ მოხდება სათანადო დონეზე გაეროს მდგრადი განვითრების სხვა მიზნებთან სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების თანხვედრა.


მესამე, მიგვაჩნია, რომ შეუძლებელია რომელიმე წევრი სახელმწიფოს მიერ ისეთი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც არ შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზნებს, რადგან ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების დაცვით შემუშავებული სამოქმედო გეგმა არის ამავდროულად მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისკენ მიმართული. შესაბამისად, თუ სამოქმედო გეგმა არ შეესაბამება მდგრადი განვითარების დღის წესრიგის რომელიმე მიზანს მაინც, შეუძლებელია ის იყოს თავსებადი ღია მმართველობის პარტნიორობის გამოწვევებთან.


და ბოლოს, ღია მმართველობის პარტნიორობის პლატფორმა, მიუხედავად იმისა, OGP გააგრძელებს გაფართოებას თუ უკვე არსებული მონაწილე სახელმწიფო ინსტიტუტების სიღრმისეულად ჩართვას შეეცდება, წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო ინიციატივას, რომლის მეშვეობითაც, მოხალისეობრივად აღებული, თუმცა სავალდებულოდ შესასრულებელი ვალდებულებების საფუძველზე, ხელისუფლებებსა და საზოგადოებას ერთობლივი ძალისხმევით შეუძლიათ შექმნან 2030 წლის დღის წესრიგის მდგრადი განვითარების საფუძვლები.

 

გიორგი კლდიაშვილი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანათავჯდომარე

 

/public/upload/Meri/Final.PDF

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024