2010 წლის 16 აპრილს გამოქვეყნდა გაერთიანებული ერების კვლევა “ელექტრონული მთავრობა 2010” – ელექტრონული მთავრობა ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის პირობებში

სიახლეები 20 მაისი 2010

2010 წელს გამოქვეყნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა "ელექტრონული მთავრობა 2010". კვლევაში ასახულია ელექტრონული მთავრობის მნიშვნელობა და როლი გლობალური ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის პირობებში, ასახულია განვითარების დინამიკა და პერსპექტივები. კვლევის მიხედვით ელექტრონული მთავრობის განვითარების ინდექსით (E–Government Development Index) მსოფლიოს პირველი სამეული გამოიყურება შემდეგნაირად: 1. კორეის რესპუბლიკა, 2. აშშ, 3. კანადა. წამყვან ოცეულში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოხვდა მხოლოდ ესტონეთი, რომელმაც რეიტინგში მე-20 ადგილი დაიკავა. ელექტრონული ჩართულობის ინდექსის მიხედვით (E–Participation Index) მსოფლიოს პირველი სამეულია კორეის რესპუბლიკა, ავსტრალია და ესპანეთი. წამყვან ოცეულში სამი პოსტსაბჭოთა ქვეყნა მოხვდა ესტონეთი (მე-9 ადგილი), ყაზახეთი (მე-18 ადგილი) და ლიტვა (მე-19 ადგილი). საქართველომ ელექტრონული მთავრობის განვითარების ინდექსით მსოფლიოს 192 ქვეყანას შორის მხოლოდ მე-100 ადგილი დაიკავა, ამ მაჩვენებლით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო მხოლოდ 3 ქვეყანას უსწრებს (სომხეთი 110-ე, ტაჯიკეთი 122-ე და თურქმენეთი 130-ე). საქართველო ასევე მე-100 ადგილს იკავებს ონლაინ სერვისის და მისი კომპონენტების (Online service index)  რეიტინგში, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის  განვითარების  ინდექსით (Telecommunication infrastructure index) საქართველო მხოლოდ 115-ე ადგილზეა. ადამიანური რესურსების პოტენციალის (Human capital index) ინდექსით საქართველო 52-ე ადგილს იკავებს 190 ქვეყანას შორის. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი საქართველოს ელექტრონული ჩართულობის (E-participation index)  რეიტინგში აქვს (127-ე ადგილი).

სრული მოხსენება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე http://unpan3.un.org/egovkb/en-us/Reports/UN-E-Government-Survey-2010 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024