სახალხო დამცველის წინადადება მთავარ პროკურორს IDFI–ს დირექტორის მიმართ მიმდინარე სისიხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ

სიახლეები | განცხადებები 30 დეკემბერი 2014

დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორის გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საკითხის განხილვის თაობაზე.

 


სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გიორგი კლდიაშვილს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნებართვა, თუმცა არ ჰქონდა მისი გადაადგილების დროებითი ნებართვა. შესაბამისად, ადგილი აქვს გიორგი კლდიაშვილის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181–ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.

 


საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გიორგი კლდიაშვილის ქმედებაში არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები, რაც უნდა გახდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის განხილვის და კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

რეკომენდაციის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.

განცხადება შესულია სახალხო დამცველის დეკემბრის თვის საინფორმაციო ბიულეტენში (გვ.9)

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დასაქმების პროგრამა თუ გაფლანგული ასეულობით მილიონი ლარი?

02.06.2026

სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელფასების ზრდა 2022-2025

15.05.2026

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024