OGP-ის ანგარიში აზერბაიჯანის მთავრობის მიერ სამოქალაქო სექტორზე მიმდინარე დევნასთან დაკავშირებით

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში 25 მაისი 2015

აზერბაიჯანი ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას შეუერთდა 2011 წელს და 2012 წლის 5 სექტემბრისათვის მიიღო პირველი 2012-2015 წლების ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა. აზერბაიჯანის საკითხი აქტუალური გახდა ამა წლის 18 მაისს ვაშინგტონში, სადაც ღია მმართველობის პარტნიორობის კრიტერიუმებისა და სტანდარტების ქვე-კომიტეტმა განაცხადა, რომ წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც ჩათვალა ანგარიშგასაწევად სამოქალაქო საზოგადოების მიერ წამოჭრილი პრობლემური საკითხები სამოქალაქო სექტორის მდგომარეობასთან დაკავშირებით აზერბაიჯანში.

 

ორ მარტს, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა წარადგინეს საჩივრის წერილი OGP-ში აზერბაიჯანში სამოქალაქო სექტორზე არსებული ზეწოლისთაობაზე. წერილი დაეფუძნა OGP-ს კომუნიკაციის პოლიტიკას (Response Policy) რომლის მიზანია „დახმარება გაუწიოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობისთვის აუცილებელი გარემოს შექმნას, დაიცვას ღია მმართველობის დეკლარაცია და შეასუსტოს OGP-ის რეპუტაციასთან დაკავშირებული რისკები”. წერილში საერთაშორისო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა - Civicus , Publish What You Pay და Article 19 - განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის მთავრობა ხელს უშლის სამოქალაქო აქტივისტებს ისარგებლონ მათი გამოხატვის, ასოციაციებში გაწევრიანებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლებებით. სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედება არის ღია მმართველობის დეკლარაციის ქვაკუთხედი, რომელიც თავის მხრივ გაზიარებული იქნა აზერბაიჯანის მხრიდან 2011 წელს OGP-ში გაწევრიანებისას.

მიმართვის ავტორებმა წარმოადგინეს არაერთი არგუმენტი იმის დასასაბუთებლად, რომ აზერბაიჯანის მთავრობა ავიწროებდა სამოქალაქო ორგანიზაციებს. კერძოდ, გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებებით; ასევე, ფინანსებისა და მოქმედებების გაკონტროლების გზით სამთავრობო სტრუქტურების ცდილობენ, რომ შეაფერხონ მათი საქმიანობა. აღნიშნული ბრალდებების საპასუხოდ, აზერბაიჯანის სახელმწიფომ წარადგინა ფორმალური პასუხი OGP-ის ხელმძღვანელ კომიტეტში, რომლის თანახმადაც სურათი, რომელიც დახატული იქნა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას. მათ პასუხში ასევე გაჟღერდა, რომ რეგულაციებში შესული ცვლილებები, რომლებიც ეხება არასამთავრობოთა საქმიანობას, მიზნად ისახავს მეტი სანდოობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიღწევას NGO-ების საქმიანობის სფეროში და ეს არ უნდა განიხილებოდეს მათზე ზეწოლად.


კომუნიკაციის პოლიტიკის მანდატით, კრიტერიუმებისა და სტანდარტების ქვეკომიტეტმა მოამზადა ანგარიში, რომელიც ეფუძნება კვლევებს და ინტერვიუებს აზერბაიჯანში არსებულ სიტუაციაში გაცნობიერებულ ექსპერტებთან. წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შემდგომ, ქვეკომიტეტის წევრები შეიკრიბნენამა წლის 18 მაისს და შეთანხმდნენ განცხადების ტექსტზე, რომელშიც მიიჩნიეს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საჩივარი იყოს დამაჯერებელი. ეს არის OGP-ის კომუნიკაციის პოლიტიკის გამოყენების პირველი შემთხვევა.ამ გადაწყვეტილების შესახებ მაშინვე ეცნობა აზერბაიჯანის მთავრობას. OGP-ის ხელმძღვანელი კომიტეტი პირველ ეტაპზე განახორციელებს უკუკავშირის პოლიტიკით გათვალისწინებულ შემდეგ ქმედებებს; აზერბაიჯანის მთავრობასგაეწევა ტექნიკური დახმარებაიმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც საჩივრის წერილში იქნა გაჟღერებული; ასევე OGP მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს ამ სიტუაციის დასაძლევად სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. თუ პირველ საფეხურზე გათვალისწინებული ღონისძიებები გავლენას ვერ იქონიებს არსებულ სიტუაციაზე, კრიტერიუმებისა და სტანდარტების ქვეკომიტეტი მიიღებს შემდგომ რეკომენდაციებს არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024