IDFI-ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ (თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება)

IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა 3 აგვისტო 2012

IDFI-ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის გაცემასა და არაქონებრივი ზიანის (1 ლარი) ანაზღაურებას ითხოვდა. 2012 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით (№3/3924-11) თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა IDFI-ის სარჩელი.

 

ინსტიტუტის მოთხოვნა იყო სტანდარტულ შეკითხვებზე (სულ 18 შეკითხვა) სამინისტროს მხრიდან საჯარო ინფორმაციის მიღება, რაც სამინისტრომ კანონმდებლობით გაწერილ ვადებში (საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია არაუგვიანეს 2011 წლის 12 მაისისა) არ შეასრულა.

 

მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დაცვით (2011 წლის 08 ივნისს) IDFI-მ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა ხსენებული საჩივარი სამინისტროს მხრიდან იგნორირებულ იქნა.

 

2011 წლის აგვისტოს თვეში IDFI-იმ სარჩელი აღძრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

ინფორმაციის მოთხოვნიდან ერთი წლის შემდგომ (2012 წლის 15 მაისს), როდესაც სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფორმალურად განახორციელა ქმედება და მიაწოდა IDFI-ის მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ნაწილი, თუმცა აბსოლუტურად არასრულყოფილი სახით (IDFI-ის გაგზავნილ კითხვებიდან მხოლოდ რამდენიმეს გაეცა პასუხი, ხოლო ერთ-ერთ კითხვაზე მითითებული იქნა ონლაინ წყარო (ვებ-გვერდი). ქმედების განხორციელების პარალელურად, სამინისტრომ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 27 ივლისს დაკმაყოფილებულ იქნა.

 

სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის - კერძოდ, საჯარო ინფორმაციის ერთწლიანი დაყოვნების საფუძვლები.

 

სასამართლომ ჩათვალა, რომ IDFI-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა უზრუნველყოფილ იქნა. სასამართლო აქ საუბრობს ფაქტზე, როდესაც კანონმდებლობით დადგენილი ვადების ერთი წლის გადაცილებით, სამოქალაქო საზოგადოების წევრ ორგანიზაციის კანონიერ მოთხოვნათა სრული უგულებელყოფითა და იგნორირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საჩვენებლად განახორციელა „ქმედება“ და გასცა არასრულყოფილი სახით მოთხოვნილი ინფორმაცია, ხოლო რიგ შეკითხვებზე თავის ტკივილისა და ზედმეტი ძალისხმევის თავის არიდების მიზნით მოახდინა კონკრეტულ ვებ-გვერდებზე გადამისამართება, რაც არ იქნა ინფორმაციის მიღების ფორმად შერჩეული IDFI-ს მიერ.

 

სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ ქმედების განხორციელების თაობაზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების კანონისმიერი პირობა კუმულატიურია: 1. უარი ქმედების განხორციელებაზე უნდა იყოს კანონსაწინააღმდეგო და 2. ის პირდაპირ და უშუალო ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ერთ-ერთი ამ ელემენტის არარსებობისას სარჩელის დაკმაყოფილება გამოირიცხება. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ არცერთი მითითებული კომპონენტი სახეზე არ იყო - მოთხოვნილი ინფორმაცია გაცემული იყო, ხოლო IDFI-ისთვის მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტი არ დგინდებოდა.

 

საინტერესო ფაქტს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ საჯარო დაწესებულებას ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს და დაამტკიცოს მის მიერ კანონის მოთხოვნების დაურღვევლობა და მოსარჩელისათვის ზიანის მიუყენლობა, თუმცა რეალურად სასამართლო პროცესზე აღნიშნული მტკიცების ტვირთი სასამართლოს ინიციატივით სრული ძალით IDFI-ის წარმომადგენლებს დააწვათ, მაშინ როდესაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს არ მოუწია ხსენებული განმარტებების გაკეთება.

 

იხილეთ IDFI - ის სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე.

/public/upload/salome/5.pdf

 

იხილეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთი წლით დაყოვნებული პასუხი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე.

/public/upload/salome/6.pdf

 

იხილეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

/public/upload/salome/7.pdf

 

იხილეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება.

 

/public/upload/salome/8.pdf

 

იხილეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

/public/upload/salome/9.pdf

 

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

27.03.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმის მიმოხილვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

27.03.2025

ივანიშვილის ფარა ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

24.03.2025

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

23.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024