ირაკლი აბსანძის გათავისუფლება შესაძლოა მის კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 13 აგვისტო 2021

 

 

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ პარტნიორი ორგანიზაციების შეფასებით,   საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის მიერ ირაკლი აბსანძის გათავისუფლება აღქმას ტოვებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების  რეალური საფუძველი ჟურნალისტის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლების და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებებია. 

 

მიმდინარე წლის 9 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის  ბრძანების საფუძველზე საავტორო გადაცემის „კვირის ინტერვიუ“ წამყვანი ირაკლი აბსანძე გათავისუფლდა თანამდებობიდან. ოფიციალური მიზეზი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში/არაერთგზის დარღვევაა. 

 

Ბოლო პერიოდში ირაკლი აბსანძე აქტიურად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და კრიტიკულად აფასებდა მათ შორის  5 და 6 ივლისს მედიაზე მასშტაბური ძალადობას  და ხელისუფლების არაეფექტურ რეაგირებას.  ირაკლი აბსანძე აკრიტიკებდა თავად ტელევიზიის ხელმძღვანელობას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გასულ სადაო ჟურნალისტურ გამოძიებას დავით გარეჯთან დაკავშირებით. Პირდაპირ ეთერში მან  განაცხადა, რომ აღნიშნულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ „ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას“.  

 

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ აქცია დააანონსეს, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს მიმართეს და წამყვანის არხიდან გათავისუფლება მოითხოვეს. იგივე მოთხოვნა გაჟღერდა „ალტ ინფოს“ მიერ 2021 წლის 12 ივლისსაც. ამ დღეს ჟურნალისტი მმართველი პარტიის ოფისთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. პოლიციასთან დაპირსპირებისას ის დროებით დააკავეს, რა დროსაც პოლიციამ ხელი  მოტეხა

 

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი აბსანძე არაერთგზის იყო საჯარო სივრცეში  ძალადობრივი ჯგუფების შეურაცხმყოფელი თავდასხმის სამიზნე, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმეტს არ გადაუდგამს ეფექტური ნაბიჯები მის დასაცავად. 

 

ირაკლი აბსანძის გათავისუფლება ქვეყანაში კრიტიკულად გაუარესებულ მედიაგარემოს და წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ. უნდობლობას იწვევს  ასევე მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანების სამართლებრივი საფუძვლები და აღნიშნული გადაწყვეტილება შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტის გათავისუფლება მის კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდება. 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები: 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI

მაუწყებელთა ალიანსი

მედიაკლუბი

მედიის განვითარების ფონდი

მედიის უფლებები

სატელევიზიო ქსელი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - TI

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ღია საზოგადოების ფონდი OSGF

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024