წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს პროფ. ურსულა ფონ დერ ლაიენს

განცხადებები 31 მაისი 2022

ევროკომისიის პრეზიდენტს

პროფ. ურსულა ფონ დერ ლაიენს

31 მაისი, 2022

 

 

ქალბატონო პრეზიდენტო,

 

ახლა, როდესაც ევროკომისია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის კანდიდატობის სტატუსს განიხილავს, საქართველოში, ყველა თაობის ადამიანი - ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩათვლით - იმედოვნებს, რომ განხილვის შედეგი კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვებს ევროკავშირს.

 

საქართველოს დემოკრატიისთვის და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის უკანასკნელი სამი დრამატული ათწლეულის მანძილზე, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა, როგორც ქართველების მიერ საუკუნეების მანძილზე თანმიმდევრულად გამყარებული არჩევანი, ფართო საზოგადოებრივი თანხმობის საგანია. დღესაც, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას ბევრად მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე რომელიმე ცალკე აღებულ პარტიას, ლიდერს, ინსტიტუტსა თუ  პოლიტიკურ პროგრამას, რადგან ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას მტკიცედ სჯერა, რომ თავისი არსით და იდენტობით ევროპელები არიან და რომ მათი ქვეყნის ადგილი  თავისუფალი სახელმწიფოების ევროპულ ოჯახშია. დღეს, საფრთხეებითა და გაურკვევლობით აღსავსე ეპოქაში, როდესაც სრულიად ახალი სამყარო იბადება - სწორედ ევროპის იდეა, მისი მშვიდობის, დემოკრატიის, კეთილდღეობის და ყოველი მოქალაქის ღირსების გზა აერთიანებს ყველა ქართველს,  განსხვავების და გამყოფი ხაზების მიუხედავად.

 

თითქმის 30 წლის მანძილზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დაუღალავად შეჰქონდა წვლილი და ხშირად, ლიდერის როლსაც ასრულებდა ქვეყნის დემოკრატიის განმტკიცებაში. ეს ძალისხმევა ევროპული დემოკრატიული დღის წესრიგის ფაქტობრივად ყველა სფეროს მოიცავს - დაწყებული სამოქალაქო უფლებების, გენდერული თანასწორობის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის დაცვიდან დამთავრებული კორუფციასთან ბრძოლით. ამ მრავალმხრივი საქმიანობის წარმატების შესაფასებლად და მიზნების დასახვისას ჩვენ სწორედ ევროპულ გამოცდილებას და სტანდარტებს ვეყრდნობით. სხვადასხვა მიმართულებით წარმატების მიღწევაში ევროკავშირის დახმარება და მხარდაჭერა ყოველთვის გადამწყვეტი იყო და ყოველი მომდევნო წარმატებული ნაბიჯი - ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია - ძლიერ მოტივაციას გვაძლევდა, რომ უფრო მეტი გაგვეკეთებინა. საქართველოში კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გააგრძელოს დაუღალავი მუშაობა ქვეყნის ევროკავშირში წევრობის გზაზე წინსვლისთვის.

 

ამ წერილით, ქართული საზოგადოების წარმომადგენლები და სამოქალაქო ინიციატივის “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” დამფუძნებლები მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის განაცხადს. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების აღიარება იქნება და დააჩქარებს ქვეყნის წინსვლას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით.

 

იმედს გამოვთქვამთ, რომ ივნისში საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მოიპოვებს და ამ სამი ქვეყნის ისტორიაში ამით ახალი ეტაპი დაიწყება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024