ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში - ანგარიში N1

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 23 ოქტომბერი 2013

საქართველოში თანდათან ფეხს იკიდებს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ამ მიმართულებით ძირითადი ტენდენციების საჩვენებლად, მომამზადა ანგარიში, რომელიც იკვლევს ინტერნეტის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ელ-მმართველობის დანერგვასა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში.

პირველი ანგარიშის ძირითადი მიგნებები:

  • მზარდი ტენდენციის მიუხედავად, ცხადია, რომ ინტერნეტის შეზღუდული ხელმისაწვდომობა ახალი ტექნოლოგიებისა და ელექტრონული მმართველობის განვითარებისთვის ძირეულ გამოწვევად რჩება.  სხვადასხვა კვლევებმა და ანგარიშებმა გამოავლინეს ინტერნეტის გავრცელების ცალკეული დაბრკოლებები: მომსახურების შეუსაბამო ფასები, შეუფერებელი ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური პრობლემები, საჭირო უნარების ნაკლებობა და ა.შ.
  • დღეისათვის საქართველოში ფუნქციონირებს ელ-მმართველობისა და ელ-გამჭვირვალობის რამდენიმე ელემენტი, მათ შორის ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება. მიუხედავად ამისა, ერთიანი, რეგულირებული და სისტემატიზებული პოლიტიკა ამ მიმართულებით არ არსებობს.
  • ინტერნეტს სპეციალურად მხოლოდ ერთი კანონი ახსენებს - საქართველოს კანონის პრესისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ მიხედვით, მედია განმარტებულია, როგორც „მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდური ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის ინტერნეტი“, თუმცა შინაარსის რეგულაცია მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რაც გამოწვევაა ინტერნეტის საშუალებით გამოხატვის თავისუფლებისთვის.
  • სოციალური აქტივიზმის პერსპექტივიდან, ალტერნატიული და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღებასთან ერთად, თანაბრად განმსაზღვრელი ფაქტორია მოქალაქეების ინტერაქცია და სოციალური აქტივობა, საკუთარი მოსაზრებების გაზიარების, ონლაინ დისკუსიისა და ფორუმებში აქტიურობის სახით. თუმცა, აშკარაა, რომ ინტერნეტს ნაკლებად იყენებენ შედარებით ინტერაქტიული მიზნებისთვის.
  • ამგვარი ნაკლოვანებების მიუხედავად, ის ფაქტი, რომ რამდენიმე სოციალური აქტივობა და მრავალი ონლაინ პეტიცია გავრცელდა Facebook-ის მეშვეობით, წინ გადადგმული ნაბიჯის მაჩვენებელია. ეჭვგარეშეა, რომ სოციალურ ქსელები დისკუსიისა და ინფორმაციის გაცვლისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმებია.
  • მთავრობის ცვლილების შემდეგ გამომჟღავნდა საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ პოლიტიკურად მოტივირებული მეთვალყურეობის გამოყენების მრავალი ფაქტი. მიუხედავად ამისა, ძნელია არსებულ ტენდენციებზე მსჯელობა, რადგანაც ამ შემთხვევების გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. 

 /public/upload/pdf/Research/IDFIInternetFreedomReportJulySepGEO.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024