მთავრობის წევრთა ხელფასების, პრემიებისა და საკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ინფორმაცია საჯარო ხდება

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | სტატია 20 დეკემბერი 2010

 

მთავრობის წევრთა ხელფასების, პრემიებისა და საკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ინფორმაცია საჯარო ხდება
    share

 

16 დეკემბერს საჯარო ინფორმაციის ინტერნეტ პორტალი www.opendata.ge გაიხსნა. ვებ გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია სამინისტროების ბიუჯეტების და სარეზერვო ფონდების, სამინისტროების მიხედვით სახელფასო ფონდების, მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა პრემიების შესახებ. ვებ გვერდზე შესაძლებელია ასევე მთავრობის წარმომადგენლების საკომუნიკაციო და საწვავზე დახარჯული ხარჯების ოდენობისა და საზოგადოებისთვის საინტერესო სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის მოძიებაც. 

ინტერნეტ ბაზაში განთავსებული მასალა ეყრდნობა მხოლოდ თავად სამინისტროების მიერ ოფიციალურად მოწოდებულ ინფორმაციას. მომავალში  ინფორმაციის მოძიების წყარო, გარდა ოფიციალური სტრუქტურებისა, რიგითი მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც იქნებიან. 

საჯარო ინფორმაციის ვებ პორტალის იდეის ავტორია ახლად შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", რომელიც პროექტს ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით ახორციელებს. 

ვებ გვერდის შექმნის მიზანი ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გაზრდაა. "ეს არის ის ინფორმაცია, რომელზეც ჩვენ როგორც, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიგვიწვდებოდეს ხელი. ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ სახელმწიფო მოხელეთა საქმიანობის გამჭვირვალობას და  მათი პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულებისა გაზრდას საზოგადოების წინაშე." -ამბობს ქეთი ხუციშვილი, ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. 

შეხვედრას პარლამენტის წევრები, სამინისტროების, მედიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე დასახელდნენ ის სამინისტროები, რომელთაც გამოთხოვილი ინფორმაცია კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებსა და მოთხოვნის შესაბამისი შინაარსით გასცეს. გაჟღერდა იმ უწყებათა ვინაობაც, რომლებიც პორტალის შემქმნელთათვის დახურულნი აღმოჩნდნენ და რომელთაგან ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა. 

"მაგალითად, რეინტეგრაციის სამინისტრო გამოჩნდა, როგორც ყველაზე გამჭვირვალე, რადგან მათ არა მხოლოდ სრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდეს, არამედ ეს ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში მივიღეთ. ვადები დაარღვია საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თუმცა ინფორმაცია მათაც გადმოგვცეს, რასაც ვერ ვიტყვით პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, განათლების სამინისტროზე, შსს-სა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროზე". ამ პროექტით ჩვენ ვცდილობთ, რომ გავზარდოთ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტი. მთავარია, უწყებებმა თავადვე ითავონ ინფორმაციის გამოქვეყნება და ჩვენ არ დაგვჭირდეს ჩვენი მხრიდან ამ ინფორმაციის მოპოვება "- აღნიშნა პროექტის დირექტორმა ლევან ავალიშვილმა. 

ინფორმაციის მოძიებისას "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" საინტერესო ტენდენცია გამოავლინა.  არის შემთხვევები, როდესაც  საჯარო მოხელეთა პრემიემის საერთო ოდენობა აღემატება წლიურ ხელფასს ან მისი ტოლია. 

მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაცია, სადაც დეტალურად არის მოცემული გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდების ვადები და შინაარსი უწყებათა მხრიდან.

 
 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კვლევის პრეზენტაცია- ქართული საპენსიო რეფორმის მომავალი

31.03.2023

ქართული საპენსიო რეფორმის მომავალი

31.03.2023

მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრების მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის მიმოხილვა

30.03.2023

სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ

28.03.2023
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების სოლიდარობა პალიტრა მედიას

29.03.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022