IDFI-ს განცხადება პოლიტიკური პარტიების შეთანხმების თაობაზე

განცხადებები 19 აპრილი 2021

18 აპრილს გამოქვეყნდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილი წინადადების დოკუმენტი.  დოკუმენტის უპირველესი მიზანია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასრულება.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სწორედ პარლამენტს აკისრია სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების კონსტიტუციური ტვირთი. ამ  ტვირთის ტარება ოპოზიციური პარტიების აქტიური ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, თითქმის 6 თვეა საქართველო ვერ გამოვიდა არჩევნების შემდგომი პოლიტიკური კრიზისიდან. ამის პარალელურად, სახელმწიფო დგას არაერთი საშინაო, თუ საგარეო გამოწვევის, ასევე პანდემიიდან მომდინარე საფრთხეების წინაშე. პოლიტიკური კრიზისის თითოეული დღე არსებითად აზარალებს საქართველოს მოსახლეობას და სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას.

 

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა პრეცედენტული ძალისხმევა გაიღეს საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად. შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული წინადადება მომზადებულია დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებთან დიალოგის შედეგად და იგი კრიზის დასრულების დიპლომატიურ გადაწყვეტას წარმოადგენს. ბუნებრივია, დოკუმენტის შინაარსზე ბევრს შეიძლება გააჩნდეს წინააღმდეგობა, თუმცა კომპრომისის გარეშე პოლიტიკური შეთანხმებები ვერ შედგება.

 

მისასალმებელია, რომ მმართველი პარტიის, ასევე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლმა გამოხატეს შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა.

 

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას მიიღონ ქვეყნის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ  დოკუმენტს.  

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024