IDFI-ს პრესკონფერენცია ჩაშლილი სახელმწიფო კონკურსის შესახებ - მედია გაშუქება

IDFI მედიაში 4 აგვისტო 2015

31 ივლისს, IDFI-იმ პრესკონფერენცია გამართა ჩაშლილი სახელმწიფო კონკურსის შესახებ. ეკონომიკის სამინისტროსა და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების სააგენტოს 100 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე, ჩაშლილი პროექტის „ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს“ შესახებ IDFI-იმ მოამზადა კვლევა. პრექკონფერენციაზე ორგანიზაციის ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა და დირექტორმა აღნიშნული კვლევა განიხილეს და ისაუბრეს პროექტის ვერ განხორციელების მიზეზებსა და პასუხისმგებელ პირებზე.


პრესკონფერენციას არა ერთი მედიასაშუალება დაესწრო და შესაბამისად, აღნისნული ფაქტიც აქტიურად გაშუქდა ტელევიზიებისა და მედიასაშუალებების მიერ, მათ შორის: საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტროს „ბიზნესკონტაკტი“ და „საქმიანი დილა“.


საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟტში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი აღნიშნავს, რომ პროექტზე მუშაობის პროცესში არ იყვნენ ჩართულები ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პროცესი, რომელიც 100-ობით მილიონი ლარის ინვესტირებას გულისხმობს, მიმდინარეობდა სრულიად გაუმჭვირვალედ.


ამავე სიუჟტში, IDFI-ის მედია ექსპერდი, უჩა სეთური იმ ნაბიჯების ბუნდოვნობაზე საუბრობს, რომლის გადადგმაც სახელმწიფოს ევალება. აღნიშნავს, რომ არსებობს, როგორც ქსელური პრობლემები, ასევე მოსახლეობის საკითხთან დაკავშირებული პრობლემებიც.


მაესტროს „ბიზნესკონტაკტის“ სიუჟეტში უჩა სეთური კანონმდელობაში სპეციალური რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს, რომლებიც დაარეგულირებენ ქსელის რეზერვაციას. ასევე, ამბობს, რომ აუცილებელია ზუსტად გაიწეროს თუ რა გეგმები აქვს კერძო სეტროს, საბანკო სექტორსა და სახემწიფო სექტორს შემდეგი ათი წლის განმავლობაში.


"საქმიანი დილის" ეთერში სტუმრად იყო უჩა სეთური, რომელიც პირდაპირ ეთერში ვრცელი კომენტარი გააკეთა პროექტის „ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს“ შესახებ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ძირითადად მოსახლეობაზეა გათვლილი, იგი გარდა მოსახლეობისა, ასევე ეხება ბიზნეს სექტორს და სახელმწიფოს, როგორც მომსახურების მიმღებს. ასევე ისაუბრა კვლევის შესახებ და განმარტა, რომ იგი ეფუძნება გამოცდილებას, ვინაიდან ინფორმაციის თავისუფლების გავითარების ინსტიტუტი (IDFI) უკვე ოთხი წელია მუშაობს ამ მიმართულებაზე.


31 ივლისს გამარტული პრესკონფერენციის შესახებ ასევე გამოქვეყნდა სტატიები ონლაინ გამოცემის ვებგვერდებზე: Netgazeti.ge, Interpressnews.ge, Newpress.ge, Ici.ge.


Netgazeti.ge IDFI-ის პოზიციას აფიქსირებს და წერს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საკონკურსო პირობების ჩამოსაყალიბებლად წარმოდგენილი პირობები და განსაზღვრული ჩარჩო არ იყო მორგებული საქართველოს რეალობაზე და არსებულ ეკოსისტემაზე.


Interpressnews.ge-ს სტატიაში IDFI-ის დირექტორის, გიორგი კლდიაშვილისა და მედია ექსპერტის უჩა სეთურის ვრცელი კომენტარებია წარმოდგენილი. მათი თქმიტ, კერძო და საჯარო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უნდა იყოს და მნიშვნელოვანია, რომ კერძო კომპანიებს ქონდეთ პროექტში ჩართვის სურვილი. ასევე გნმარტავენ, რომ საქართველოს არ აქვს ის ფუფუნება, რომ ასეთი ძვირადღირებული პროექტი განახორციელოს მხოლოდ სახელმწიფო კომპანიის მონაწილეობით.


Newpress.ge: „IDFI-მ კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგად აღმოჩნდა, რომ პროცესი არასწორად, ფრაგმენტულად და ნაჩქარევად იყო დაგეგმილი და შედეგიც შესაბამისი დადგა, რამაც აზარალა, პირველ რიგში, მომხმარებელი, შემდგომ ბიზნეს სექტორი და სახელმწიფო, რადგან კიდევ ერთი წლით გადავადდა ამ პროცესის დაწყება და შესაბამისად, ქვეყნის ფართოზოლოვანი დაქსელვა და ინტერნეტიზაცია“ - ვკითხულობთ სტატიაში.


Ici.ge-ს სტატიაში საუბარია IDFI-ის რეკომენდაციებზე ეკონომიკის სამინისტროსა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიმართ, რათა წარმატებულად განხორციელდეს პროექტი. სტატიაში ვკითხულობთ, რომ უნდა მოხდეს ერთობლივი კომისიის შექმნა, რომლის წევრებს დაევალებათ სამი თვის ვადაში წარმოადგინონ გრძელვადიანი სტრატეგია და მისი რეალიზაციის გეგმა; ამ სტრატეგიაში ასახული უნდა იყოს, როგორც ყველა სახელმწიფო უწყების და ორგანიზაციის, ასევე კერძო სექტორის ინტერესებში შემავალი მიმართულების განვითარების გრძელვადიანი მიზნები; პროცესში უნდა ჩაერთოს კომერციული სექტორი, ყველა დაკავშირებული სახელმწიფო უწყება, ასევე სამოქალაქო საზოგადოება და ყველა დაინტერესებული პირი; პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე და ა.შ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024