IDFI-ს ანალიზი და რეკომენდაციები საქართველოს სამოქმედო გეგმის შესახებ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 22 ნოემბერი 2012

2011 წლის 30 აგვისტოს საქართველო შეუერთდა ამერიკის შეერთბული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას და ბრაზილიის პრეზიდენტის დილმა რუსოფის საერთაშორისო ინიციატივას „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ .

 

„პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ მონაწილე მთვრობებმა მოაწერეს ხელი ღია მმართველობის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მათ აიღეს ვალდებულება თავიანთ ქვეყნებში იმუშაონ შემდეგი მიმართულებების განსავითარებლად:

 

  • მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა;
  • სამოქალაქო ჩართულობა;
  • მთავრობის გამჭვირვალე საქმიანობის უმაღლესი სტანდარტების დანერგვა;
  • ღიაობის და ანგარიშვალდებულების ასამაღლებლად უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომა.

 

ამასთან ერთად, იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს „პარტნიორობა“-ში სრულად მონაწილეობა, ჩვენმა მთავრობამ აიღო შემდეგი ვალდებულებები:

 

  • კონსულტაციები ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ პრინციპების შესაბამისად;
  • ქსელური მექანიზმების გამოყენება კონკრეტული ვალდებულებებისთვის იდეების შესამუშავებლად;
  • ქვეყნის ვალდებულებების შემუშვების პროცესის დაწყება;
  • „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ ქვეყნის სამოქმედო გეგმის წარდგენა და „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ დეკლარაციის ხელმოწერა 2012 წლის მარტში.


შეიქმნა „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც ახლდება ინფორმაცია პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობის შესახებ:

 

საქართველოს მთავრობის მხრიდან „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ აქტიურად არის ჩართული საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეიქმნა „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ გვერდი, სადაც ქვეყნდება საქართველოს მთავრობის მხრიდან „პარტნიორობის“ ფარგლებში მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ასევე, გამოაქვეყნა „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ საქართველოს სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტი, რომლის განხილვაც აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს სამოქალაქო სექტორთან ერთად.

 

 

საქართველოს მთავრობამ ასევე გამოაქვეყნა პარტნიორობის ფარგლებში უკვე განხორციელებული ნაბიჯების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, რომელიც ჩართულია „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ საკითხებზე სამუშაო პროცესში და საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშვებაშიც ღებულობს მონაწილეობას, საქართველოს სხვა არასამთავრობო ორგანზიაციებთან ერთად შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრისას მოხდა „პარტნიორობაში“ საქართველოს სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვა, ასევე, გადაწყდა, რომ IDFI საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიაწოდებდა სამოქმედო გეგმის სამუშო ვარიანტთან დაკავშირებით თავის შენიშვნებსა და კომენტარებს. 2012 წლის 1 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მიაწოდა „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ საქართველოს სამოქმედო გეგმის სამუშო ვარიანტთან დაკავშირებით შემუშვებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების პაკეტი.

 

იხილეთ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიზი და რეკომენდაციები საქართველოს სამოქმედო გეგმის შესახებ.

 

ამ ეტაპზე, „კოალიციამედია ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი კოორდინაციას უწევს სამუშაო ჯგუფს, რომელშიც შედიან შემდეგი ორგანიზაციები: “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და სხვა წევრი მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტის კოორდინაციით მოხდა „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმისთვის გაერთიანებული რეკომენდაციების პაკეტის შემუშვება, რომელიც12 მარტს გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. შეხვედრები და კონსულტაციები საქართველოს სამოქმედო გეგმის გარშემო კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

27.03.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმის მიმოხილვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

27.03.2025

ივანიშვილის ფარა ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

24.03.2025

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

23.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024