IDFI ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

განცხადებები 12 აპრილი 2021

დაახლოებით ექვსი თვეა საქართველოში მიმდინარეობს უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი ნამახვანი ჰესის პროექტის წინააღმდეგ. უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფომ აქტიურად დაიწყო სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის გადაკეტილია გზა ქუთაისიდან ნამახვანის მიმართულებით.  

 

გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვიდან თითქმის 10 დღეა გასული. ამ დრომდე სახელმწიფოს არ წარმოუდგენია შეზღუდვის მართლზომიერების დამადასტურებელი არცერთი დამაჯერებელი არგუმენტი. შემაშფოთებლად განვითარდა მოვლენები 11 აპრილს, როდესაც პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა კარვები დაშალა და, ამავე დროს, ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა ადვოკატებს/უფლებადამცველებს და ჟურნალისტებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო როგორც კარვების დაშლის ისე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის კანონიერების შესწავლა და შინაგან საქმეთა სამინისტროს  განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდა.

 

სახელმწიფოს მიერ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ბუნება და ხანგრძლივობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი ერთადერთი მიზანი მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობაა. უფლების შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება კანონის ფარგლებში მიმდინარე პროტესტის წინააღმდეგ არის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.

 

ამჟამად სოფელ გუმათთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი არ შეუშალოს, მეტიც უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების და პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელი პირების დაუბრკოლებლად გადაადგილება, ასევე გამოხატვის თავისუფლების რეალიზება. 

 

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელი არ შეუშალოს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების გადაადგილებას. ასევე, შსს-მ უნდა გაითვალისწინოს საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება და საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სოფელ ნამახვანთან მისასვლელი გზების გადაკეტვის მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

31 მაისის პოლიტიკური ვანდალიზმი თბილისში: IDFI-ს შეფასება მოკლედ

03.06.2024

გორში შვედეთის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30.05.2024

ვენეციის კომისიის დასკვნა რუსულ კანონზე: მოკლე მიმოხილვა

27.05.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024
განცხადებები

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024