IDFI-მ ახალგაზრდებისთვის კარგი მმართველობის სკოლა გამართა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 24 სექტემბერი 2024

IDFI-მ 2024  წლის 16-20 სექტემბრის პერიოდში, USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორინგისთვის საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები“ - ფარგლებში, „კარგი მმართველობის სკოლა“ გამართა.

  

სკოლაში მონაწილეობა მიიღო  ორსაფეხურიანი კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა 24-მა მონაწილემ, რომელთა შორისაც იყვნენ კარგი მმართველობის, საჯარო მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლისა და საჯარო ფინანსების განკარგვის მონიტორინგით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევრები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.

 

ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე „კარგი მმართველობის სკოლის” მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და შესარჩევ კონკურსში გამარჯვება მიულოცა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი კლდიაშვილმა.

 

სკოლის ფარგლებში ახალგაზრდებმა გაიღრმავეს  თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და უნარები კარგი მმართველობის, საჯარო ადმინისტრირების, კორუფციასთან ბრძოლისა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს გამჭვირვალობის რეფორმებთან დაკავშირებით, მათ შორის ევროინტეგრაციის ჭრილში. ასევე, გაეცნენ და პრაქტიკაში გამოიყენეს საჯარო ფინანსების განკარგვისა და ხელისუფლების საქმიანობის სამოქალაქო კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმები.

 

სკოლის მთავარი მიზანი იყო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებასთან ერთად, მონაწილეებს ემუშავათ  ინდივიდუალურ ანალიტიკურ ნაშრომზე / სტატიაზე, რომლის გამოსაქვეყნებლად შერჩევის შემთხვევაშიც, მიიღებენ ერთჯერად სტიპენდიას.

 

სკოლის ფარგლებში გამართული სესიები ეხებოდა შემდეგ საკითხებს:

 

- ევროინტეგრაციის გზაზე მოთხოვნილი რეფორმები - კორუფციასთან ბრძოლისა და დეოლიგარქიზაციის რეფორმების კუთხით - სამართლებრივი ბაზა, პრაქტიკა და მთავარი გამოწვევები

 

- საჯარო მმართველობის რეფორმა, კარგი მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების რეფორმების კუთხით

 

- საზედამხედველო და დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერება

 

- ხელისუფლების მონიტორინგის მთავარი მექანიზმები - საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და ინფორმაციის მოძიება, საჯარო ფინანსების განკარგვის მონიტორინგის მეთოდები.

 

სკოლის ფარგლებში მოწვეული იყვნენ სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მქონე ადგილობრივი ექსპერტები და მომხსენებლები, რომელთა შორისაც იყვნენ:

 

  • - გიორგი დავითური - IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, რომელმაც მონაწილეებს გააცნო  ევროინტეგრაციის გზაზე მოთხოვნილი რეფორმები - კორუფციასთან ბრძოლისა და დეოლიგარქიზაციის რეფორმები - სამართლებრივი ბაზა, პრაქტიკა და მთავარი გამოწვევები.

  • - პაატა ტურავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, რომელმაც ისაუბრა საჯარო მმართველობის რეფორმაზე, კარგი მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების რეფორმების ჭრილში.

  • - გიორგი ბურჯანაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი, რომელმაც მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა  დამოუკიდებელი სახელმწიფო და საზედამხედველო ორგანოების როლისა და ფუნქციების შესახებ.

  • - ნინო რამიშვილი - სტუდია მონიტორის გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელმაც სკოლის მონაწილეებს გააცნო ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის დროს გამოყენებული რესურსები, დაბრკოლებები და მის მიერ მომზადებული საგამოძიებო ჟურნალისტური მასალების შედეგები.

  • - გიორგი მგელაძე - რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს საგამოძიებო მიმართულების რედაქტორი, რომელმაც საკუთარი ჟურნალისტური მასალების საფუძველზე ისაუბრა საგამოძიებო ჟურნალისტიკის მეთოდებსა და რესურსებზე. 

  • - თეონა ტურაშვილი - IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის, ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელი, რომელმაც მონაწილეებს გააცნო პროექტის თემატური პრიორიტეტები, ასევე ზოგადი მოთხოვნები ანალიტიკური ნაშრომისათვის და ისაუბრა კარგი მმართველობის სტანდარტების დანერგვასა და საერთაშორისო ინიციატივებზე.

  • - გოგა თუშურაშვილი - IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, რომელმაც ისაუბრა ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმებზე და მონაწილეებს გააცნო ხელისუფლების მონიტორინგისათვის საჭირო ელექტრონული პლატფორმები და მათი გამოყენების თავისებურებები.

 

აღნიშნულ საკითხებზე თეორიულ სესიებთან ერთად, სკოლის პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ ჯგუფურ და ინდივიდუალურ დავალებებსა და პრეზენტაციებს, რისი მეშვეობითაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ მიღებული ცოდნა. ასევე, მონაწილეებმა შეარჩიეს მათთვის საინტერესო საჯარო პოლიტიკის კონკრეტული საკითხი, საკვლევი კითხვა და დაიწყეს სხვადასხვა მეთოდით შესაბამისი მონაცემების შეგროვება, მათ შორის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეები იმუშავებენ აღნიშნულ საკითხზე და მოამზადებენ ანალიტიკურ ნაშრომს, რომელთაგანაც ექვსი შეირჩევა გამოსაქვეყნებლად. 


იხილეთ კარგი მმართველობის სკოლის სრული პროგრამა.

/public/upload/01. TEONA/DAI-Youth/Program-Final.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024