IDFI-მ საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილით

სიახლეები 27 იანვარი 2011

IDFI-მ განმეორებით გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის წევრების სია ვინაობების და თანამდებობების მიხედვით (პარლამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის  მოადგილეები, კომიტეტების თავმჯდომარეები, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები და პარლამენტის სხვა წევრები) და თითოეული მათგანის (ცალ-ცალკე) სახელფასო დანამატებზე და  პრემიებზე  ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ოდენობა  2010 წ.  განმავლობაში თვეების მიხედვით.

 

აღნიშნულ მოთხოვნაზე IDFI-ს უარი ეთქვა საქართველოს პარლამენტის ა/წ  5 იანვრის წერილით, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით, რომლის თანახმადაც ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან და სხვა კერძო საკითხებთან არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე’’ და რომ ინფორმაცია პარლამენტის წევრთა შემოსავლების შესახებ იძლევა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას და არ ექვემდებარება გაცემას. წერილში ასევე მითითებულია, რომ პარლამენტის წევრთა შემოსავლების შესახებ ინფორმაცია შეგვიძლია ვიხილოთ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში.

 

პარლამენტის უარი საფუძველს მოკლებულია. აღნიშნული პასუხი ეწინააღმდეგება  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც ,,თანამდებობის პირის პერსონალური მონაცემები’’ღიაა, აქედან გამომდინარე პარლამენტის წევრების, როგორც თანამდებობის პირების („საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი  მუხლი მე-2, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი მუხლი 1-ლი პუნქტი მე-3, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების  შესახებ“ საქართველოს კანონი მუხლი 1-ლი ქვეპუნქტი ,,ი"") შესახებ არსებული პერსონალური ინფორმაცია ექვემდებარება გაცემას  აღნიშნული პირების თანხმობის გარეშე.

 

რაც შეეხება მითითებას ქონებრივ დეკლარაციებზე, აღსანიშნავია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის I-ლი პუნქტის თანახმად ,, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა’’.

 

წერილის გაგზავნის თარიღი: 18/01/ 2011

პასუხის მიღების თარიღი: არაუგვიანეს  1/02/11

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024