საქართველოს მოქალაქეობა 2013 წელს ყველაზე მეტმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღო

IDFI მედიაში 8 სექტემბერი 2014

2005-2013 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების 53 067 ფაქტი დაფიქსირდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ყველაზე მეტ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოქალაქეობა 2013 წელს მიანიჭა - ამ წელს სულ 9626 შემთხვევა დაფიქსირდა.



ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” [IDFI ავრცელებს.



IDFI-ს ცნობით, 2005-დან 2013 წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა, საერთო ჯამში, 53 067-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღო. მათგან რუსეთის 37 462 მოქალაქე, თურქეთის - 3 464, ხოლო ისრაელის 3 367 მოქალაქეა.



რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნა 2-ჯერ აღემატება ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეზე (15 605 პირი) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევებს. IDFI ამ ფაქტს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ეთნიკური ქართველების გააქტიურებას უკავშირებენ.



“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” წერს, რომ თურქეთის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევების დიდი რაოდენობა განაპირობა, რომ “საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის უკანასკნელ თვეებში თურქეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკურ ქართველების უპრეცედენტო რაოდენობას გამარტივებული წესით მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. 2013 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა დაახლოებით იმდენ თურქეთის მოქალაქეს, რამდენსაც ერთობლივად 2005-2012 წლებში.”

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024