Sdruzeni Jiboceske v Czech Republic - ატომური ენერგიის სადგურის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა

საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა 18 თებერვალი 2013

ფაქტობრივი გარემოებები: არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მუშაობდა ეკოლოგიურ საკითხებზე, მიმართა ტემელინის (ჩეხეთი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სამშენებლო სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია ტემელინის ატომური ენერგიის სადგურის თაობაზე, კერძოდ ოფიციალური დოკუმენტები და ნახაზები (სქემები), რათა შეეფასებინა ატომური ენერგიის სადგურის ზეგავლენა გარემოზე. არასამთავრობო ორგანიზაციას აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებაზე უარი ეთქვა.    

სასამართლოს დასაბუთება: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არსებით განხილვაზე არ მიიღო საჩივარი.დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ ინფორმაციის მიწოდებაზე უარი წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებულ ინფორმაციის მიღების უფლებაში ჩარევას. სასამართლომ  განმარტა, რომ როდესაც მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს მაღალი საჯარო ინტერესის საგანს ან მიმდინარეობს საჯარო დისკუსია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფოს უარი ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით უნდა დაექვემდებაროს საზოგადოების მხრიდან მკაცრ ზედამხედველობას და უნდა შეიცავდეს შესაბამის და საკმარის დასაბუთებას.  

სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ინფორმაციის მიწოდებაზე უარი გამართლებული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ეროვნული უსაფრთხოების (ტერორისტული თავდასხმის რისკი), სხვათა უფლებების (სამრეწველო საიდუმლოების დაცვა) და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ატომური ენერგიის სადგურის თაობაზე მოთხოვნილი ტექნიკური ინფორმაცია არ წარმოადგენდა საჯარო ინტერესს.    

 

მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის (OSF) ადამიანის უფლებათა სტაჟირების 2013 წლის გრანტის ფარგლებში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024