საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის არსებული გამოწვევები და პრობლემური მიმართულებები

სიახლეები | კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები 25 ნოემბერი 2013

საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე  გადასვლის არსებული გამოწვევები და პრობლემური მიმართულებები

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში წარმოდგენილია ის მთავარი რეკომენდაციები, რომლებიც მიზანშეწონილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის დოკუმენტში იყოს ასახული. აღნიშნული წინადადებების გათვალისწინებით, ვფიქრობთ მინიმუმამდე დავა ის რისკები, რომლებიც, შესაძლოა, მედიის განვითარებას და თავისუფლებას, მის მრავალფეროვნებას და ზოგადად, მედია გარემოს სიჯანსაღეს ემუქრებოდეს, როგორც მოცემულ, ციფრულ მაუწყებლობაზე გარდამავალ, ასევე ანალოგური მაუწყებლობის გამორთვის პერიოდში. 

 

2015 წლის 17 ივლისი, ანალოგური მაუწყებლობის გამორთვის და ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის ვადაა, რომლის დაცვაც საქართველომ 2006 წელს ჟენევის საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის შეთანხმების თანახმად იკისრა. პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ყველაზე ცოტა გაკეთდა.

 

2013 წლის 13 ნოემბერს თბილისში ვიზიტის დასრულებისას ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დასახოს ვადები და გადადგას პრაქტიკული ნაბიჯები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად, ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით.

 

ციფრულ მაუწყებლობაზე გადართვისათვის საჭირო დროის სიმცირე, მიწოდების და მოხმარების მხარეს საჭირო აქტივობების მრავალფეროვნება, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის არარსებობა, მომხმარებლის მხარეს განსახორციელებელი აქტივობების მოცულობა და შინაარსი, უსწრაფესად და უშეცდომოთ მოქმედებას საჭიროებს.

რჩება შთაბეჭდილება რომ საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობის გადასვლის პროცესში ჩართული პირების მთავარი ამოცანაა პროცესის ტექნიკური ნაწილის მაღალ დონეზე რეალიზაცია, თუმცა გვინდა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ ღირებულებას - გამოხატვის თავისუფლების საკითხს, რისი არა თუ ხელშეშლის აკრძალვის, არამედ ხელშეწყობის ვალდებულება ეკისრებათ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე. მიგვაჩნია, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის ჩამოყალიბებისას ამოსავალი წერტილი სწორეს მედიის გავრცელების საშუალებების დემონოპოლიზაცია და მედიის შეზღუდვის საშუალებების პრევენციაა.

 

სახელმწიფო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდგომ, რაც სასურველია, რომ დასრულდეს 2013 წლის ნოემბერში, უნდა მოხდეს საჭირო ცვლილებების შეტანა კანონებში „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, ასევე სხვა დაკავშირებულ კანონებში, არაუგვიანეს 2013 წლის საშემოდგომო მორიგი სესიების დასრულებამდე. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკონკურსო და სხვა დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტის განხილვა და მისი შესაბამისი რეგისტრაცია, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით, შესაძლოა დასრულდეს 2014 წლის 1 აპრილამდე, ხოლო თავად მულტიპლექს ოპერატორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადება და გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენა ვერ დასრულდება 2014 წლის 1 ივნისამდე. ქსელის საბოლოო გეგმის შედგენის, მისი აგების, ოპტიმიზაციის, სატესტო რეჟიმის ჩათვლით, ისევე როგორც არსებული ანალოგური მაუწყებლების განთავსების, ბოლო მომხმარებლების ინფორმირების და რისივერების (მიმღებების) დარიგება-სუბსიდირების სამუშაოების გარდა, არსებობს მთელი რიგი მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომელიც ასევე დროს და რესურსს მოითხოვს.

 

გვინდა ცალსახად დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა და დახმარების სურვილი იმ დადებითი ტენდენციების და იდეების ხორცშესხმაში, რომელიც ციფრულ საეთერო პლატფორმაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გადადგა. ამავდროულად მიგვაჩნია, რომ კონკურენციისაგან დაცული და ვერტიკალურად ინტეგრირებული მონოპოლისტის ჩამოყალიბება არასასურველია ისეთ საბითუმო ბაზარზე, რომელზეც 100%-ით დამოკიდებული გახდება ქვეყნის მედია საშუალებები.

 

წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია ის მთავარი რეკომენდაციები, რომლებიც მიზანშეწონილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის დოკუმენტში იყოს ასახული. აღნიშნული წინადადებების გათვალისწინებით, ვფიქრობთ მინიმუმამდე დავა ის რისკები, რომლებიც, შესაძლოა, მედიის განვითარებას და თავისუფლებას, მის მრავალფეროვნებას და ზოგადად, მედია გარემოს სიჯანსაღეს ემუქრებოდეს, როგორც მოცემულ, ციფრულ მაუწყებლობაზე გარდამავალ, ასევე ანალოგური მაუწყებლობის გამორთვის პერიოდში.
 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024