არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

სიახლეები | განცხადებები 13 თებერვალი 2015

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2014 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს. კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრა - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამის თანამდებობის პირთა მიერ საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედების (მათ შორის, ძეგლის სტატუსის მოხსნისა და კომპანია “RMG-Gold”-ის მიერ საბადოს ტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარების საკითხი) შესწავლა.


საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე საკითხის მხარდაჭერის შემდეგ, კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. ხოლო, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა კანდიდატურების წარდგენის შემდეგ კენჭი ეყრება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების პროექტს.


ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ყველა შესაბამისი სუბიექტის მიერ ამ დრომდე სრულად არ მომხდარა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობის კანდიდატების დასახელება. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვნად ამცირებს საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.


მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო ფრაქციას, რომ ზემოთ აღნიშნული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, პატივი სცეს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო და პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაასახელოს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობის კანდიდატები.


ამასთან, გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან და მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საყდრისი-ყაჩაღიანთან და უაღრესად მნიშვნელოვანია საკითხზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)
  • ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და ხელოვნების საბჭო
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EFRC)
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • გარემო და განვითარება
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024