საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმეზე #2/3/406,408

ეროვნული სასამართლო პრაქტიკა 22 მაისი 2011

დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ნ“ ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის მე-7 ნაწილი და 122-ე მუხლის კონსტიტუციურონა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 41-ე მუხლთან მიმართებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ნ“ ქვეპუნქტის,101 მუხლის მე-7 ნაწილის და 122-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება: კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლოს დასაბუთება: ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია გამორჩეულ ადგილს ანიჭებს და დიდ ყურადღებას უთმობს. ინფორმაციის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სასიცოცხლო დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის პროცესის უზრუნველყოფა. გარდა საზოგადოებრივი დატვირთვისა ინფორმაციის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს ცალკეული ინდივიდის პიროვნული და ინტელექტუალური განვითარებისათვის. თუმცა ინფორმაციის თავისუფლება არ არის აბსოლიტურად დაცული სიკეთე. განსაკუთრებით ეს შეეხება იმ ინფორმაციის მიღების უფლებას, რომელიც თავმოყრილი არის სახელმწიფო დაწესებულებებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლისაგან განსხვავებით, რომლითაც გარანტირებულია ინფორმაციის ,,თავისუფალი გავრცელება და მიღება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, ინფორმაციის მატარებლიდან, რომალიც გამოსადეგია ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებისათვის“, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი არ აწესრიგებს ინფრომაციის მოპოვენას საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან. სახელმწიფო დაწესებულებები არ წარმოადგენენ ამგვარ წყაროებს. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის ყურადღების ცენტრში მოქცეულია სწორად სახელმწიფო დაწესებულებებში და ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია. ამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეჟიმი განსხვავდება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის წყაროებიდან ინფორმაციის მიღების სამართლებრივი რეჟიმისაგან.

 

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა სახის ინფორმაცია დაცულია ოფიციალურ წყაროებში, მაგრამ შეიძლება ამ ინფორმაციის დაყოფა რამოდენიმე ჯგუფად. ამ ჯგუფებს შორის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია მათში შემავალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. პირველ ჯგუფში შედის ინფორმაცია, რომელიც თავად ინფორმაციის მიღების მსურველ პირს შეეხება. ეს ინფორმაცია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაუბრკოლებლად, კანონით დადგენილი წესით უნდა მიეწოდოს პირს. მეორე ჯგუფს წარმოადგენს ოფიციალური დოკუმენტები, რომელიც უშუალოდ ინფორმაციის მიღების მსურველ პირს არ შეეხება, მაგრამ მათი მიღებას ასევე შესაძლებელია კანონით დადგენილი წესით. მესამე ჯგუფში შედის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას. ეს არის ყველაზე დახურული ინფორმაცია და მისი მიღება ნებისმიერი მსურველი ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის შეუძლებელია.

 

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ყურადღების ცენტრშია სუბიექტი, რომელიც დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით ოფიციალური წყაროებიდან. ამავდროულად, დადგენიალია ამ უფლების შეზღუდვის შემთხვევებიც. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის მთავარი სუბიექტი არის პირი, რომლის კერძო სფეროს მიკუთვნებული მონაცემებიც დაცულია ოფიციალურ წყაროებში. შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მთავარი სიკეთე არის პირის კერძო, პრივატული სფეროს ხელშეუხებლობა, პირადი მონაცემების საიდუმლეობა. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან, რომლითაც დაცულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რადგან მასში სწორედ ის მონაცემებია მითითებული, რომელიც პირის პრივატულ სფეროს შეეხება. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ პირს არ სურს მის კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას პირის კერძო სფერო, სანამ თავად პირი არ გამოხატავს საწინააღმდეგო ნებას და არ მოითხოვს ინფორმაციის გაცემას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფინანსებთან დაკავშირებულ ინფორმაციაში არ იგულისხმება ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ფულს ან ფულად ურთიერთობებს შეეხება და სრულ ან ნაწილობრივ წარმოდგენას გვიქმნის პირის ფინანსურ მდგომარეობაზე. ფინანსებთან დაკავშირებულ ინფორმაციაში უნდა ვიგულისხმოთ მონაცემები, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ასახავს პირის კერძო სფეროს მატერიალურ მხარეს, მისი არსებობის თუ საქმიანობის მატერიალურ საფუძვლებს. აღნიშნული რეგულირება თანაბრად შეეხება, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

 

საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელზე დაცული ინფორმაცია არის ,,ოფიციალურ ჩანაწესებში არსებული ინფორმაცია“ საგადასახდო ორგანოებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული და სახელმწიფო ამოცანების განმახორციელებელი ორგანოებია და იქ თავმოყრილი ნებისმიერ ფორმის ინფორმაციის სრული სპექტრი შეიძლება იქნეს განხილული როგორც „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია.“ საგადასახადი საიდუმლოების კონსტიტუციურსამართლებრივი შეფასებისას მხედველობაშია მისაღები საგადასახადო ურთიერთობის მნიშვნელობა. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადის გადამხდელს აქვს სავსებით ლოგიკური და გონივრული მოლოდინი, რომ მის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაცია იქნება გამოყენებული საგადასახადო და არა სხვა არაპროგნოზირებადი მიზნებისათვის. ამგვარი მოლოდინის არარსებობის შემთხვევაში, საშიშროება ემუქრება თავად გადასახადის გადამხდელის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების ხარისხს და შედეგად გადასახადების აკრეფის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის ეფექტურ განხორციელებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოება ემსახურება ზოგადად პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და კონკრეტულად კი - კერძო სფეროსთან დაკავშირებული საკითხების კონფიდენციალობის დაცვას. კანონმდებელმა საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია დაუქვემდებარა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით კერძო სფეროსთან დაკავშირებული საკითხებისათვის დადგენილ რეჟიმს და მისი ეს ნაბიჯი მართებული იყო. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს წინააღმდეგობას სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის იმ ნაწილს შორის, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აძლევს უფლებას გაეცნოს ,,ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.“

 

მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტები, რომ სადავო ნორმები ადგენენ კერძო საკითხებთნ დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმ პირის თანხმობის გარეშე, რომელსაც შეეხება ეს ინფორმაცია. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს არავითარი საფუძველი დაასკვნას, რომ რომელიმე სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ წესს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმეზე #2/3/406,408

 

მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის (OSF) ადამიანის უფლებათა სტაჟირების 2013 წლის გრანტის ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024