2010-2015 წლებში საზღვარგარეთ დაკავებული და დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები - მედია გაშუქება

IDFI მედიაში 26 ივნისი 2015

24 ივნისს IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის „2010-2015 წლებში საზღვარგარეთ დაკავებული და დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები“ შესახებ არა ერთი სტატია გამოქვეყნდა სხვადასხვა ონლაინ გამოცემის ვებგვერდზე: liberali.ge, medianews.ge, politcommersant.ge, kavkasiatv.ge, speqtri.ge, kvirispalitra.ge, INFO9, cp.ge, sknews.ge.


Liberali.ge ვრცლად მიმოიხილავს IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას და წერს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2010-2014 წლებში საზღვარგარეთ ჩადენილ სამართალდარღვევათა გამო დაკავებულია 3 715 საქართველოს მოქალაქე.

მედიანიუსი თავის სტატიაში იმ ქვეყნების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია IDFI- ისთვის 2015 წლის 28 აპრილს იქნა მოწოდებული და რომელიც მოიცავს 23 ქვეყანაში არსებული საკონსულო დაწესებულებების მონაცემებს დაჯამებული სახით.


Politcommersant.ge ასევე ვრცლად მიმოიხილავს სტატისტიკას და მასზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 2013 წლამდე ყოველწლიურად შეინიშნება დაკავებულთა რაოდენობის მზარდი ტენდენცია, ხოლო 2013 წელს 2010 წელთან შედარებით, დაკავებულთა რაოდენობა გასამმაგებულია და შეადგენს 1 178 საქართველოს მოქალაქეს.


Kavkasiatv.ge საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეების შესახებ ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ 2010-2014 წლებში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სულ დეპორტირებულია 8 610 საქართველოს მოქალაქე. აქედან, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2 280 პირი 2013 წელს დააბრუნეს საქართველოში.


Speqtri.ge-ს სტატიაში ვკითხულობთ: „საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დაკავებების მსგავსად, დეპორტირების შემთხვევაშიც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს ფიქსირდება – 2 280 პირი. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი განახევრებულია.“


სამოქალაქო პრესა თავის სტატიაში 2015 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში დაკავებულ და დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დაკავებულთა რაოდენობა 342 პირს, ხოლო დეპორტირებულთა რაოდენობა 201პირს შეადგენს.


Kvirispalitra.ge ვრცელ სტატიას აქვეყნებს IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე განიხილავს საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

INFO9 და sknews.ge ორგანიზაციისთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით IDFI-ის ვარაუდს აქვეყნებს და წერს, რომ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები მოიცავს მხოლოდ იმ ფაქტებს, რომლის შესახებაც ინფორმირებულია ხსენებული დიპლომატიური უწყებები და საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ, როგორც დაკავების, ასევე დეპორტირების მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მთლიანი მსოფლიოს მასშტაბით გაცილებით მაღალია.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024