შესაძლოა, მაუწყებლებს არაქართულენოვანი კონტენტის გავრცელება შეეზღუდოთ

IDFI მედიაში 8 სექტემბერი 2014

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს განიხილავს. იგი საკანონმდებლო ორგანოში "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონთან ერთადაა ინიცირებული.


კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ენაზე მაუწყებელი არხებისთვის არასახელწმიფო ენაზე არსებული პროდუქტი საეთერო ბადის არაუმეტეს 10%-ს უნდა შეადგენდეს.


"იმ მაუწყებელში, რომელიც მაუწყებლობას ახორციელებს სახელმწიფო ენაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს არასახელმწიფო ენებიც, ტელე და რადიომაუწყებლობის საეთერო დროის არაუმეტეს 10%-ისა,"- აღნიშნულია ცვლილებათა პაკეტში.


ჟურნალისტური ეთიკი ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვით, კანონპროექტში ცუდი არაფერია.


"მაგრამ თუ დავაკვიდებით, რა გადის ტელეეთერში და განსაკუთრებით რადიოეთერში, დიდი ნაწილი მუსიკალური პროდუქციაა. არ ვიცი, როგორ უნდა ითარგმნოს ის. არის კიდევ პროდუქტი, რომლის თარგმნასაც აზრი არ აქვს, მისი ადაპტირება არ შეიძლება და არავის არ მოუვა თავში აზრად, რომ ამის თარგმნის ვალდებულება ვინმეს დააკისროს",- აღნიშნავს "ლიბერალთან" საუბრისას ნათია კუპრაშვილი.
ის მიიჩნევს, რომ კანონპროექტის დამტკიცება მნიშვნელოვნად დააზარალებს როგორც მაუწყებლებს, ასევე აუდიტორიასაც.


" ერთი მხრივ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება იმ მიზანს, რომელსაც ალბათ წესით უნდა ემსახურებოდეს - სახელწმიფო ენის პოპულარიზაციას. ასევე, მატერიალურად დააზარალებს მაუწყებლებს და ეთერს მაყურებლისთვის უინტერესოს გახდის, რადგა არავის უნდა რომელიმე უცხოური მომღერლის ნათარგმნ სიმღერებს უსმინოს. ყველაფერს, რასაც ეს კანონპროექტი ეხება, ვფიქრობ, ცუდად შეეხება",- განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.


მისი განმარტებით, ეს ტელევიზიებსა და რადიოებს არასახელმწიფო ენაზე მაუწყებლობას აიძულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი კანონმდებლობა ამას არ ზღუდავს.


"მენეჯერები ალბათ აირჩევენ, რომ ერქვათ არასახელმწიფო ენაზე მაუწყებლები, რამდენიმე პროგრამა გააკეთონ არასახელმწიფო ენაზე და შესაბამისად, ეს რეგულაცია არ შეეხოთ. ამის შედეგად გვექნება რუსული, სომხური, აზერბაიჯანული, ჩინური და ნებისმიერ სხვა ენაზე არსებული მაუწყებლები."


ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ავტორები ამ საკითხს კომპლექსურად არ მიუდგნენ და შესაძლოა არ იცოდნენ, რომ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი მაინცდამაინც სახელწიფო ენაზე მაუწყებლობის მოთხოვნას არ აყენებს.


მას მიაჩნია, რომ ასეთი ხელოვნური ჩარევები ზედაპრული ცვლილებებით შედეგის მომტანი ვერ იქნება.


"სახელწმიფო ენის პოპულარიზება თუ გვიდან, ძალიან ბევრი სხვა ნაბიჯია გადასადგმელი და ყველა, ვისაც კი რამე იდეა მოუვა ბოლო დროს, რატომღაც, "მაუწყელობის შესახებ" კანონს ეხება. როცა საერთოდ ვერ ერკვევიან, რა არის მაუწყებლობა",- განუცხადა "ლიბერალს" ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილმა.


ცვლილებათა პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, რეგულაციები 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024