განცხადებები

14 სექტემბერი 2016 image

კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება მორიგი ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებას

კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებითა და სოციალური ქსელით გავრცელებულ ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორსა და ერთერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს შორის. კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აღმაშფოთებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტი. კამპანია სახელმწიფოს მოუწოდებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად.

13 სექტემბერი 2016 image

კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს განახორციელოს კონსტიტუციური მართლმსაჯულება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმაურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ შექმნილი ვითარება ქმნის ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების მიზანმიმართული შეფერხების მცდელობის შთაბეჭდილებას, რაც გავლენას ახდენს საქმის შედეგით დაინტერესებული პირების მდგომარეობაზე. ასევე განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვნად აისახება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების განწყობასა და ნდობაზე.

8 სექტემბერი 2016 image

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“– GPB-ს გადაწყვეტილება ეგზიტპოლზე მიუღებელია

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კერძო ტელეკომპანიებთან “იმედი”, „მაესტრო“ და GDS ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარების გადაწყვეტილებას, რომელიც სამეურვეო საბჭომ მიიღო. კოალიცია მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება და მაუწყებლის ყველა რესურსი მიმართოს მიმდინარე პროცესების სრულყოფილად, დროულად და მიუკერძოებლად გასაშუქებლად.

 

29 ივლისი 2016 image

კოალიცია ეხმიანება სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ასარჩევ კანდიდატთა სიის მთავრობის მიერ გადასინჯვას

კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, სურს, გამოეხმაუროს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე, კანდიდატთა სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურით ჩანაცვლებას.

21 ივლისი 2016 image

ერთობლივი განცხადება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესახებ

42 ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლი განცხადება გაავრცელა საპარლამენტო არჩევნების დღის დანიშვნასთან დაკავშირებით. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კამპანიის დაწყებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებულმა ინსტიტუტებმა გამართულად იმუშაონ, რათა არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. ამისთვის, ისინი მიმართავენ პროცესში ჩართულ სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტებს, გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა და ჯეროვნად შეასრულონ დაკისრებული უფლება-მოვალეობები. 

14 ივლისი 2016 image

კოალიცია საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის სხდომას ეხმაურება

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 14 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ აფასებს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას და ეხმაურება საბჭოში დღეს დანიშნულ მოსამართლეთა შერჩევის სხდომას.

4 ივლისი 2016 image

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოსამართლეთა კონკურსს აფასებს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმიანება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა 65 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს. ამ ეტაპისთვის დასრულებულია გასაუბრება ყველა კანდიდატთან, საბჭოს გადაწყვეტილებები შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

23 ივნისი 2016 image

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ღია წერილი ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს და ნატოს გენერალურ მდივანს

".... ჩვენი ღრმა რწმენით საქართველოს ახლა სჭირდება, რომ ვარშავის სამიტზე გამოიკვეთოს ნატოში გაწევრიანების მკაფიო გზა. ეს დაიცავს ევროატლანტიკურ ინტერესებს და დაეხმარება იმ პრინციპების გაძლიერებას, რომლებსაც ეფუძნება ალიანსი. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ვარშავაში მიღებული გადაწყვეტილებები დაეხმარება საქართველოს რუსეთის აგრესიის შემაკავებელი კონკრეტული ზომების გასატარებლად და გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას...."

 

3 ივნისი 2016 image

კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე ვეტოს დადებას ეხმაურება

კოალიცია ეხმიანება პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მოტივირებული შენიშვნებით კანონპროექტის საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის დაბრუნებას. განცხადებაში კოალიციის წევრები ხაზგასმით აღვნიშნავენ, რომ კანონპროექტების ავტორებისა და პარლამენტის წევრთა ნაწილის ნაჩქარევი და მოუმზადებელი გადაწყვეტილებების გამო, არსებითი საფრთხის წინაშე დგას კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტიანი ფუნქციონირება ქვეყანაში, რაც ასევე დაადასტურა ვენეციის კომისიის წინასწარმა მოსაზრებებმა.

3 ივნისი 2016 image

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მაესტროს თანამშრომლების შრომითი ურთიერთობის შეჩერებას ეხმაურება

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვს ტელეკომპანია ,,მაესტროს“ 32 თანამშრომლისათვის შრომითი ხელშეკრულების შეჩერების საკითხის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. კოალიცია გვამცნობს, რომ 2016 წლის 02 ივნისს, ტელეკომპანია ,,მაესტროს“ დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე შრომითი ურთიერთობა შეუჩერდათ 4 თანამშრომელს, რომლის საფუძვლად მათი 31 მაისს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის გადაცემა ,,არჩევანში“ მონაწილეობა სახელდება.

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
19 აგვისტო 2019

2010-01-01 2010-01-31 2010-02-01 2010-02-28 2010-03-01 2010-03-31 2010-04-01 2010-04-30 2010-05-01 2010-05-31 2010-06-01 2010-06-30 2010-07-01 2010-07-31 2010-08-01 2010-08-31 2010-09-01 2010-09-30 2010-10-01 2010-10-31 2010-11-01 2010-11-30 2010-12-01 2010-12-31 2011-01-01 2011-01-31 2011-02-01 2011-02-28 2011-03-01 2011-03-31 2011-04-01 2011-04-30 2011-05-01 2011-05-31 2011-06-01 2011-06-30 2011-07-01 2011-07-31 2011-08-01 2011-08-31 2011-09-01 2011-09-30 2011-10-01 2011-10-31 2011-11-01 2011-11-30 2011-12-01 2011-12-31 2012-01-01 2012-01-31 2012-02-01 2012-02-29 2012-03-01 2012-03-31 2012-04-01 2012-04-30 2012-05-01 2012-05-31 2012-06-01 2012-06-30 2012-07-01 2012-07-31 2012-08-01 2012-08-31 2012-09-01 2012-09-30 2012-10-01 2012-10-31 2012-11-01 2012-11-30 2012-12-01 2012-12-31 2013-01-01 2013-01-31 2013-02-01 2013-02-28 2013-03-01 2013-03-31 2013-04-01 2013-04-30 2013-05-01 2013-05-31 2013-06-01 2013-06-30 2013-07-01 2013-07-31 2013-08-01 2013-08-31 2013-09-01 2013-09-30 2013-10-01 2013-10-31 2013-11-01 2013-11-30 2013-12-01 2013-12-31 2014-01-01 2014-01-31 2014-02-01 2014-02-28 2014-03-01 2014-03-31 2014-04-01 2014-04-30 2014-05-01 2014-05-31 2014-06-01 2014-06-30 2014-07-01 2014-07-31 2014-08-01 2014-08-31 2014-09-01 2014-09-30 2014-10-01 2014-10-31 2014-11-01 2014-11-30 2014-12-01 2014-12-31 2015-01-01 2015-01-31 2015-02-01 2015-02-28 2015-03-01 2015-03-31 2015-04-01 2015-04-30 2015-05-01 2015-05-31 2015-06-01 2015-06-30 2015-07-01 2015-07-31 2015-08-01 2015-08-31 2015-09-01 2015-09-30 2015-10-01 2015-10-31 2015-11-01 2015-11-30 2015-12-01 2015-12-31 2016-01-01 2016-01-31 2016-02-01 2016-02-29 2016-03-01 2016-03-31 2016-04-01 2016-04-30 2016-05-01 2016-05-31 2016-06-01 2016-06-30 2016-07-01 2016-07-31 2016-08-01 2016-08-31 2016-09-01 2016-09-30 2016-10-01 2016-10-31 2016-11-01 2016-11-30 2016-12-01 2016-12-31 2017-01-01 2017-01-31 2017-02-01 2017-02-28 2017-03-01 2017-03-31 2017-04-01 2017-04-30 2017-05-01 2017-05-31 2017-06-01 2017-06-30 2017-07-01 2017-07-31 2017-08-01 2017-08-31 2017-09-01 2017-09-30 2017-10-01 2017-10-31 2017-11-01 2017-11-30 2017-12-01 2017-12-31 2018-01-01 2018-01-31 2018-02-01 2018-02-28 2018-03-01 2018-03-31 2018-04-01 2018-04-30 2018-05-01 2018-05-31 2018-06-01 2018-06-30 2018-07-01 2018-07-31 2018-08-01 2018-08-31 2018-09-01 2018-09-30 2018-10-01 2018-10-31 2018-11-01 2018-11-30 2018-12-01 2018-12-31 2019-01-01 2019-01-31 2019-02-01 2019-02-28 2019-03-01 2019-03-31 2019-04-01 2019-04-30 2019-05-01 2019-05-31 2019-06-01 2019-06-30 2019-07-01 2019-07-31 2019-08-01 2019-08-31 2019-09-01 2019-09-30 2019-10-01 2019-10-31 2019-11-01 2019-11-30 2019-12-01 2019-12-31