განცხადებები

18 მაისი 2017 image

კოალიციის მოსაზრება საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტზე

კოალიციამ ვენეციის კომისიას გაუგზავნა დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კოალიციის მოსაზრებებს სასამართლოს ხელისუფლების თავზე კონსტიტუციის ახალ პროექტში. კოალიცია პრობლემურად მიიჩნევს რამდენიმე ცვლილებას, მათ შორის დებულებებს, რომლებიც ეხება იუსტიციის საბჭოს დაკომპელქტების წესს, მოსამართლეთა გამოსაცდელ ვადას, მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებას, და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესს.

16 მაისი 2017 image

კოალიცია სასამართლოში განვითარებულ პროცესებს უარყოფითად აფასებს

კოალიციის შეფასებით, საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა შედეგად იწვევს სასამართლო სისტემის “ჩაკეტვას” ხანგრძლივი ვადით, რაც გამორიცხავს სისტემის განახლებას. ეს მათ შორის განპირობებულია პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან გაჭიანურებული და არასაკმარისი რეფორმების განხორციელებით, მიღებული კანონების აღსრულებაში არსებული ხარვეზებით, რაც შედეგად იწვევს სისტემის შიგნით გავლენიანი ჯგუფების კიდევ უფრო გაძლიერებას და სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მრავალი წლით გადავადებას.  

13 მაისი 2017 image

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით

ხელმომწერი ორგანიზაციები აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. ლაშა თორდიას განცხადებით მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა, რაც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. დაზარალებულის განცხადებით თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა. ლაშა თორდიას განცხადებით საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.

 

8 მაისი 2017 image

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

საკონსტიტუციო კომისიამ დაასრულა კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა და წარადგინა დოკუმენტის ახალი პროექტი. იგეგმება საერთო-სახალხო განხილვები, საპარლამენტო დებატები და კენჭისყრა. კომისიამ შემოგვთავაზა ახალი საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. ამასთანავე, თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150- ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

1 მაისი 2017 image

განცხადება მოსამართლეების ლ. მურუსიძისა და მ. სულხანიშვილის შესაძლო უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით

გვსურს გამოვეხმაუროთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკანასკნელ დღეებში მიმდინარე განხილვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების ლევან მურუსიძისა და მაია სულხანიშვილის შესაძლო უვადოდ გადანიშვნასთან დაკავშირებით უფლებამოსილების სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე.  როგორც  საბჭოს სხდომებიდან არის ცნობილი საბჭოს წევრების სრული უმრავლესობა, გარდა ერთი წევრისა, მხარს უჭერს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების ავტომატურად უვადოდ გამწესებას.

28 აპრილი 2017 image

კოალიცია ეხმაურება სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინიციატივას

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება ბოლო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან მედიაში გაკეთებულ განცხადებებს და მოწოდებებს, რომლებშიც საუბარია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი რეგულირებების საჭიროებაზე ასევე მედიის თვითრეგულირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე, რათა სათანადოდ დაცული იქნეს სასამართლოს ავტორიტეტი და მოსამართლეთა რეპუტაცია. საგულისხმოა, რომ სასამართლოს ავტორიტეტის დასაცავად გარკვეული სანქციების შემოღების ინიციატივა ასევე განიხილებოდა მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფებში, რამაც პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია.

6 აპრილი 2017 image

კოალიციის მიმართვა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციას

კოალიცია აქტიურად აკვირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას და მიაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე როგორც სასამართლოს ასევე საბჭოს ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას ალტერნატიული მოსაზრებების, რეალური დისკუსიისა და მსჯელობის ნაკლებობა წარმოადგენს. ამდენად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანომ საკუთარი გადაწყვეტილებით ხელი შეუწყოს საბჭოში არსებული პრობლემების დაძლევას დამოუკიდებელი, ობიექტური, თანმიმდევრული და პრინციპული წევრების შერჩევით.

4 აპრილი 2017 image

კოალიციის შეფასებით მოქმედმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი უნდა შეაჩეროს

კოალიცია ეხმიანება მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 84 ვაკანტურ თანამდებობაზე, მიმდინარე წლის 17 თებერვალს გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში უკვე მოხდა განაცხადების გადარჩევა და გასაუბრებაზე 105 კანდიდატის დაშვების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 

24 მარტი 2017 image

კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას სასამართლო სისტემის თვისობრივი რეფორმა დაიწყოს

უკანასკნელ პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის სასამართლო განხილვის ხარისხმა, პროცედურულმა ხარვეზებმა და თითოეულ ეტაპზე გაჩენილმა კითხვებმა, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სისტემური პრობლემები, რაც მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს და რაზეც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მიუთითებდნენ.

13 მარტი 2017 image

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული არჩევნები უკანონოა, ხოლო მის შედეგებს არ ძალუძს არსებითი ცვლილებები შეიტანოს ლეგიტიმურ პოლიტიკურ სივრცეში როგორ ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

 

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
6 იანვარი 2019

2010-01-01 2010-01-31 2010-02-01 2010-02-28 2010-03-01 2010-03-31 2010-04-01 2010-04-30 2010-05-01 2010-05-31 2010-06-01 2010-06-30 2010-07-01 2010-07-31 2010-08-01 2010-08-31 2010-09-01 2010-09-30 2010-10-01 2010-10-31 2010-11-01 2010-11-30 2010-12-01 2010-12-31 2011-01-01 2011-01-31 2011-02-01 2011-02-28 2011-03-01 2011-03-31 2011-04-01 2011-04-30 2011-05-01 2011-05-31 2011-06-01 2011-06-30 2011-07-01 2011-07-31 2011-08-01 2011-08-31 2011-09-01 2011-09-30 2011-10-01 2011-10-31 2011-11-01 2011-11-30 2011-12-01 2011-12-31 2012-01-01 2012-01-31 2012-02-01 2012-02-29 2012-03-01 2012-03-31 2012-04-01 2012-04-30 2012-05-01 2012-05-31 2012-06-01 2012-06-30 2012-07-01 2012-07-31 2012-08-01 2012-08-31 2012-09-01 2012-09-30 2012-10-01 2012-10-31 2012-11-01 2012-11-30 2012-12-01 2012-12-31 2013-01-01 2013-01-31 2013-02-01 2013-02-28 2013-03-01 2013-03-31 2013-04-01 2013-04-30 2013-05-01 2013-05-31 2013-06-01 2013-06-30 2013-07-01 2013-07-31 2013-08-01 2013-08-31 2013-09-01 2013-09-30 2013-10-01 2013-10-31 2013-11-01 2013-11-30 2013-12-01 2013-12-31 2014-01-01 2014-01-31 2014-02-01 2014-02-28 2014-03-01 2014-03-31 2014-04-01 2014-04-30 2014-05-01 2014-05-31 2014-06-01 2014-06-30 2014-07-01 2014-07-31 2014-08-01 2014-08-31 2014-09-01 2014-09-30 2014-10-01 2014-10-31 2014-11-01 2014-11-30 2014-12-01 2014-12-31 2015-01-01 2015-01-31 2015-02-01 2015-02-28 2015-03-01 2015-03-31 2015-04-01 2015-04-30 2015-05-01 2015-05-31 2015-06-01 2015-06-30 2015-07-01 2015-07-31 2015-08-01 2015-08-31 2015-09-01 2015-09-30 2015-10-01 2015-10-31 2015-11-01 2015-11-30 2015-12-01 2015-12-31 2016-01-01 2016-01-31 2016-02-01 2016-02-29 2016-03-01 2016-03-31 2016-04-01 2016-04-30 2016-05-01 2016-05-31 2016-06-01 2016-06-30 2016-07-01 2016-07-31 2016-08-01 2016-08-31 2016-09-01 2016-09-30 2016-10-01 2016-10-31 2016-11-01 2016-11-30 2016-12-01 2016-12-31 2017-01-01 2017-01-31 2017-02-01 2017-02-28 2017-03-01 2017-03-31 2017-04-01 2017-04-30 2017-05-01 2017-05-31 2017-06-01 2017-06-30 2017-07-01 2017-07-31 2017-08-01 2017-08-31 2017-09-01 2017-09-30 2017-10-01 2017-10-31 2017-11-01 2017-11-30 2017-12-01 2017-12-31 2018-01-01 2018-01-31 2018-02-01 2018-02-28 2018-03-01 2018-03-31 2018-04-01 2018-04-30 2018-05-01 2018-05-31 2018-06-01 2018-06-30 2018-07-01 2018-07-31 2018-08-01 2018-08-31 2018-09-01 2018-09-30 2018-10-01 2018-10-31 2018-11-01 2018-11-30 2018-12-01 2018-12-31 2019-01-01 2019-01-31 2019-02-01 2019-02-28 2019-03-01 2019-03-31 2019-04-01 2019-04-30 2019-05-01 2019-05-31 2019-06-01 2019-06-30 2019-07-01 2019-07-31 2019-08-01 2019-08-31 2019-09-01 2019-09-30 2019-10-01 2019-10-31 2019-11-01 2019-11-30 2019-12-01 2019-12-31