ბარაკ ობამამ თავის განცხადებაში OGP-ს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 დეკემბერი 2013

 

27 ოქტომბერს მშვიდობიანი და დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გამარჯვებული გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალი 17 ნოემბერს შედგა. ინაუგურაციის დღესვე გავრცელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების განცხადებები, რომლებიც ახალ პრეზიდენტს გამარჯვებას ულოცავდნენ. მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადება, სადაც მან ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე განიცადა. მიღწევებს შორის დასახელდა საქართველოს მონაწილეობა „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP): „საქართველოს მნიშნელოვანი პროგრესი განიცადა დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარების კუთხით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა დაწინაურებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვით.“

 

OGP სწორედ ობამას ინიციატივით დაიწყო, როდესაც მან 2010 წლის 23 სექტემბრის მიმართვაში, გაეროს გენერალურ ასამბლეას მოუწოდა ჩამოეყალიბებინათ „კონკრეტული ვალდებულებები გამჭვირვალობის ხელშესაწყობად“ და მიიწვია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები შეერთებოდნენ მას დემოკრატიული მთავრობების ღიაობის გაზრდაში, კორუფციასთან ბრძოლასა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებაში. თავის განცხადებაში ობამამ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა გაეგრძელებინათ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა მეტი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის განვითარების მიზნით.

 

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მართლაც ძალიან აქტიურად იყო ჩართული „ღია მმართველობის პარტნიორობასთან“ დაკავშირებულ ყველა პროცესში. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G-3) პროგრამის მხარდაჭერით, OGP-ის სამოქმედო გეგმის შექმნისა და გაუმჯობესებისთვის, IDFI თანამშრომლობდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან და იუსტიციის სამინისტროსთან, აწოდებდა მთავრობას რეკომენდაციებს და ეხმარებოდა მას მათ იმპლემენტაციაში, რამაც, თავის მხრივ, საქართველო OGP-ის ფარგლებში მიღწეულ წარმატებამდე მიიყვანა.

 

საქართველოს წარმატების საუკეთესი მაგალითია ის ფაქტი, რომ ახლახან ძალაში შესული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების კანონმდებლობა შერჩეული იქნა Bright Spots Prize-ის ერთ-ერთ ნომინანტად ღია მმართველობის პარტნიორობის ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში, რომელიც 31 ოქტომბერს-1 ნოემბერს გაიმართა. პროექტი სამიტზე IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა წარადგინა. მან სამიტზე ისაუბრა საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატების შესახებ.

პრეზიდენტ ობამას განცხადების სრული ვერსიის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024