ეკა კალანდაძე

e.kalandadze@idfi.ge

+99532 2921514

ეკა კალანდაძე

მკვლევარი

ეკა კალანდაძე IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების გუნდს 2021 წელს შემოუერთდა და პირველი პროექტი, რომელშიც ჩაერთო იყო "ინტერრელიგიური გაგება გრაფიკული ხელოვნების საშუალებით".

 

ეკას მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ისტორიის მიმართულებით. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის მაგისტრი. 

 

მას აქვს შსს არქივსა და საქართველოს ეროვნულ არქივთან მუშაობის გამოცდილება. ასევე, ევროპის მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში (გერმანია, ბელარუსი, ლიეტუვა, რუსეთი) მდებარე არქივებთან ურთიერთობის გამოცდილება, მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა თემატიკასთან მიმართებით.

ეკა აქტიურად იყო ჩართული არაერთ ტრენინგსა და მოხალისეობრივ საქმიანობაში.