დისკუსია: კერძო სექტორთან დიალოგის მნიშვნელობა კანონპროექტის ტექსტის შემუშავების ეტაპზე
IDFI-ის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო დისკუსია თემაზე - „კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის მნიშვნელობა კანონპროექტების მომზადების ადრეულ ეტაპებზე“. დისკუსია არის ნაწილი IDFI-ის პროექტისა „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში“, რომლის მიზანია, შეაფასოს კერძო სექტორის მონაწილეობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენის მქონე კანონპროექტების შემუშავების პროცესში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია USAID-ის პროგრამა „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში (G4G)“.