კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადება დავით ერაძის სახლზე სროლასთან დაკავშირებით
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის - დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.