პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედება მეოთხედ გადაავადა
2019 წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა, მამუკა მდინარაძის, დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, რატი იონათამიშვილისა და გოგა გულორდავას მიერ ინიცირებულ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა, რის შედეგადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედება კიდევ ერთხელ, მეოთხედ, გადაიდო - ამჯერად, 2019 წლის 1 ნოემბრამდე.