ნინო ცუცქირიძე

n.tsutskiridze@idfi.ge

+995 32 2921514

ნინო ცუცქირიძე

ანალიტიკოსი

ნინო ცუცქირიძე IDFI-ის ანალიტიკოსის პოზიციაზე 2023 წლის დეკემბრიდან შემოუერთდა.


გასული 2 წლის განმავლობაში ის მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული დაგეგმარებისა და სამთავრობო კოორდინაციის სამმართველოში, მისი ძირითადი საქმიანობა დაკავშირებული იყო ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთი მიმართულების - პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის გაუმჯობესებასთან. ნინოს ასევე აქვს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პოლიტიკის ანალიზის ექსპერტად მუშაობის გამოცდილება.


ნინო ფლობს საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარიხს. პროგრამაზე სწავლის პერიოდში მაღალი აკადემიური მოსწრებით მან მოიპოვა ზურაბ ჟვანიას სახელობის სტიპენდია და პროგრამის დასრულების შემდგომ, 2020 წლის საუკეთესო სტუდენტის ტიტული.