საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა
21 მარტს, IDFI-მ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გამართა "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა”. დისკუსიის მიზანი იყო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სტრატეგიის პროექტის წარდგენა და მათი შეფასებების და რეკომენდაციების მიღება.