პრეზენტაცია: საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორია – DataLab
28 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ახალი ღია მონაცემების პლატფორმის – www.DataLab.ge პრეზენტაცია ჩაატარა. ღონისძიებას საჯარო დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას გახსნეს ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში იოჰანეს დაუმამ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.
პლატფორმა შეიქმნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.