ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის - თბილისის პარლამენტის შენობის ადაპტირების გეგმა
2017 წლის 28 ნოემბერს გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველას“. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტმა წარმოადგინა პარლამენტის შენობის (თბილისი) ადაპტირების გეგმა, რომლის შესრულება გაუადვილებს მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებს პარლამენტის ტერიტორიაზე გადაადგილებას.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის "საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (European Union in Georgia) მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) მიერ IDFI-თან თანამშრომლობით, გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში.