„ეს შენ გეხება“ ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს
კამპანია ,,ეს შენ გეხება“-ს მიაჩნია, რომ სამი წლის განმავლობაში ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების დამზადების და გავრცელების დანაშაულის გამოუძიებლებისათვის, ასევე იმ პირების სამართალდამცავ სისტემაში შენარჩუნებისათვის, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იღებდნენ ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობა უნდა დატოვოს მთავარმა პროკურორმა. სართალდამცავი სისტემები უნდა დატოვონ ასევე იმ ადამიანებმა, ვინც მონაწილეობდნენ ამ დანაშაულებრივ ქმედებებში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კამპანია ,,ეს შენ გეხება“-ში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები აუცილებლად მიიჩნევენ სახელმწიფომ უსწრაფესად გადადგას ნაბიჯები შემდეგი ცვლილებების უზრუნველსაყოფად.