მარიამ მხატვარი

m.mkhatvari@idfi.ge

+995 32 2921514

მარიამ მხატვარი

პროექტის კოორდინატორი

მარიამი IDFI-ის გუნდს 2023 წლის დეკემბერში შემოუერთდა. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს, სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის, იურისტის, მკვლევარისა და პროექტების კოორდინატორის პოზიციებზე, საქმიანობის 8 წელს.


სხვადასხვა ეტაპზე, მარიამის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს სასამართლო ხელისუფლების და სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციური მოწყობის კვლევა და რეფორმების ადვოკატირება წარმოადგენდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ის მუშაობდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, მედია აქტორების და უფლებადამცველების უფლებრივი მდგომარეობის საკითხებზე. ის ასევე კოორდინირებას უწევდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტრატეგიულ სამართალწარმოებას.


2009-2013 წლებში მარიამი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც შემდგომში სწავლა განაგრძო და დაასრულა სამაგისტრო საფეხურზე. მოგვიანებით, 2019-2020 წლებში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU) სწავლისას მარიამმა მოიპოვა შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მაგისტრის ხარისხი.


მარიამი არის სხვადასხვა ანალიტიკური დოკუმენტის, მათ შორის, კვლევებისა და ჩრდილოვანი ანგარიშების ავტორი და თანაავტორი.
ის ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.