ორთაჭალის ციხის არქივების გადარჩენა
IDFI-ის ძალისხმევით 2013 წელს მოხდა ყოფილი ორთაჭალის ციხის არქივის მოძიება. ინსტიტუტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო არქივის რეაბილიტაციის ინიცირების პროცესში. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ძალისხმევით მოხდა საარქივო მასალების აღდგენა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავში გადატანა. IDFI მადლობას უხდის სამინისტროს რეაბილიტაციისთვის საჭირო რესურსების მოძიებისა და გაწეული სამუშაოსთვის.