საინფორმაციო სესია: მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო
2017 წლის 2 მაისს, კლუბ „ლოლიტა“-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“. შეხვედრას ესწრებოდნენ მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით გამოცხადებულ - ვიზუალიზაციისა და სტუდენტური ესეების კონკურსებში მონაწილეობის მსურველები.
შეხვედრა ჩატარდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით.