საპარლამენტო ღიაობა ქართული მედიის ყურადღების ცენტში
წამყვანი ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენელი 22-ზე მეტი ჟურნალისტი შეხვდა ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და მისი საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს. შეხვედრის მიზანი ჟურნალისტებისთვის საბჭოს საქმიანობისა და საკანონმდებლო ღიაობის კუთხით საქართველოს პარლამენტის მიღწევების გაცნობა იყო. შეხვედრა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.