ღია მმართველობის მე-5 გლობალური სამიტი საქართველოში და საპარლამენტო დღე
ახალი გზები და ინოვაციური ტექნოლოგიები საკანონმდებლო ღიაობის მისაღწევად. ღია მმართველობის გლობალური სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ღიაობის დღეს უმასპინძლა. საერთაშორისო ღონისძიებას 24 ქვეყნისა და 12 პარლამენტის 200-ზე მეტი წარმომადგენელი შეუერთდა.
IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა ისაუბრა იმ ახალი ელექტრონული სერვისების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით დანერგა საკანონდებლო ღიაობის უზრუნველსაყოფად.