დემოკრატიული მმართველობის გაერთიანებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის მუშაობის შედეგები, მე-5 და მე-16 მიზნების განხორციელების შეფასება და სამუშაო ჯგუფის თანა-თავმჯდომარეების შერჩევასთან დაკავშირებული პროცედურები - ეს საკითხები იქნა განხილული მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს დემოკრატიული მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც 60-მდე საჯარო უწყების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი ესწრებოდა.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, IDFI-ის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია შვედეთის მთავრობა.