ეკონომიკური განვითარების გაერთიანებული სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა
მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს ეკონომიკური განვითარების სამუშაოს ჯგუფმა პირველი, მე-8, მე-9 და მე-10 მიზნების განხორციელების შედეგები შეაჯამა. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სამუშაო ჯგუფის თანა-თავმჯდომარეების შერჩევასთან დაკავშირებულ პროცედურებზე.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, IDFI-ისა და UNDP საქართველოს დახმარებით, და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.