საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაასრულა
7 ივნისს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა რიგით მესამე სამოქმედო გეგმისათვის (2018-2019) შემუშავებული 7 ვალდებულება განიხილა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ - ირინა ფრუიძემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისმმართველობის სექტორის კოორდინატორმა - სოფი ჰუე გერიშმა, UNDP დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა - გიგი ბრეგაძემ და IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი კლდიაშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მხარდაჭერით.