პარლამენტის და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ღია პარლამენტის ახალ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს
ბიზნეს სექტორის 60 წარმომადგენელი შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრებს 2018 წლის 2 აპრილს ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე რეკომენდაციებისა და მოსაზრებების წარსადგენად. შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს ინიციატივით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.