IDFI-იმ არქივების ღიაობის თემაზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
27-28 აპრილს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) უმასპინძლა კონფერენციას სახელწოდებით: სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 30-ზე მეტი სპეციალისტი 20-ზე მეტი ქვეყნიდან, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მონაწილე ქვეყნების გამოცდილებას საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ. ღონისძიების მხარდამჭერია ღია საზოგადოების ბუდაპეშტის ფონდი.