სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში საერთაშორისო ექსპერების შეხვედრა
IDFI-მ უმასპინძლა 2 დღიან სამუშაო შეხვედრას (29-30 ოქტომბერი) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობით. 25-მა ექსპერტმა სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, ბელორუსიდან და საქართველოდან განიხილეს სახელმწიფო შესყიდვების სისტემები მონაწილე ქვეყნებში და IDFI-ის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია.
შეხვედრა გაიმართა პროექტ „გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგი - საჯარო შესყიდვების კანონმდებლობისა და მისი აღსრულების შეფასება ევრაზიის რეგიონში“ - ის ფარგლებში.