საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ექსპერტებმა კანონშემოქმედებით პროცესში გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობის საკითხები განიხილეს
2017 წლის 18 და 19 დეკემბერს თბილისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა გამჭვირვალე და მონაწილეობითი საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის პრაქტიკული გზების შესახებ.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და IDFI-ის მხარდაჭერით.